ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 78 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბუასილის შესახებ საუბრობს და პრობლემის მოგვარების გზებს გვიზიარებს:
„ბუასილის რისკები, მახასიათებლები და გამომწვევი მიზეზები:
როცა ადამიანებს ეს პრობლემა აქვთ ექიმთან არ მიდიან, თუმცა ბუასილი წლების განმავლობაში პროგრესირებს. მისი მოგვარება კი თავიდან ადვილია. მისი თავიდან აცილებაც შეიძლება.
თუ ტუალეტში დიდხანს ზიხარ, თუნდაც ტელეფონს სქროლავდე, ამით შენი ბუასილის რისკი 3-ჯერ იზრდება. პირველ რიგში ვამჩნევთ სისხლს, ტუალეტის ქაღალდზე ან კუჭის მოქმედების დროს.
ბუასილს ახასიათებს სიმძიმის შეგრძნება. შეგრძნება იმისა, რომ რაღაც არის შიგნით, ან არასრული გათავისუფლების შეგრძნება.
ადამიანს აქვს შეშუპების ან შესიების შეგრძნება. ხილულად შეიძლება ვერ ხედავდეს ვერაფერს.
იცის ქავილის შეგრძნება ანუსის მიდამოში, რომელიც კუჭში გასვლის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება. ტკივილი არის, მაგრამ აუტანელი არა. თუ კი გაუსაძლისია მაშინ, უკვე ადრეული აღარაა.
ბუასილს იწვევს დიდხანს ჯდომა, ძლიერი ჭინთვები. როდესაც ადამიანს ბუასილი აქვს და კუჭში გასვლას ცდილობს, აზიანებს რექტალურ ვენებს, რომელიც შემდგომ სისხლდენას იწვევს. დაზიანებას მოჰყვება ანთება, ანთებას კი ქავილი და დისკომფორტი, რაც ასევე ბუასილის მახასიათებელია. ჰემოროიდული ბალიშები დროთა განმავლობაში იზრდება, შემდეგ კი გარეთ გამოდის. ზოგი მას უკან ხელითაც აბრუნებს ხოლმე, თუმცა გართულებულ შემთხვევაში ეს შეუძლებელია.
თუ დროულად მიხვალ და იმკურნალებ, ოპერაცია და ქირურგიული ჩარევა აღარ დაგჭირდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან ბუასილი:
- არ გაიჭინთო ძალიან კუჭის მოქმედების დროს.
- ტუალეტის დრო უნდა შეამცირო 3 წუთამდე.
- მიიღე საკმარისი რაოდენობით ბოჭკოვანი.
- უნდა იარო მაქსიმალურად ბევრი.
- როდესაც დეფეკაციის სურვილი გაქვს, არ გადადო, წადი ტუალეტში.
- გამოიყენე ტუალეტის საფეხური, რომლის საშუალებითაც ფეხს ოდნავ ზემოთ დადგამთ.
- თუ ჭარბი წონა გაქვს დაიკელი წონაში.
- დრო და დრო განავლის დარბილების კურსები ჩაიტარე
გამოიყენეთ ეს რჩევები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუასილი გაქვთ და დროულად მიმართეთ ექიმს“, - გვირჩევს კოტე თოდუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სადაც მიდიხარ ყველგან ანათებ“ - თაკო ჩხეიძის მოგზაურობა პრაღაში გრძელდება