Digest Logo

„ბუნებრივია, პარტნიორის გარდა სხვა ადამიანებიც მოგწონდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან რამე გექნება, ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვრები“ - რას წერს ლევან შელეგია

1769360708
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

1. პირის ღრუს ინფექციები, მაგალითად კარიესი, პოტენციურად იწვევს სხვა ორგანოების დაზიანებას, პირველ რიგში გულის.
2. ბოლო დიდი, ესპანური კვლევის თანახმად, ყველა ანტიდეპრესანტი იწვევს პოტენციურად წონაში მატებას ხანგრძლივი მიღებისას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ქალებში.
გამონაკლისია ბუპროპრიონი.
3. საკმარისი მაგნიუმის გარეშე დ-ვიტამინი ვერ გააკეთებს საქმეს.
4. ასაკში სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს დემენციის წინამორბედი. მიდით დროულად ნევროლოგთან.
5. ვისაც წნევა გაწუხებთ მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები. ეს წნევას დაბლა დაწევს.
6. ყველაზე ეფექტური წნევის დამწევი სპორტი არის ე.წ ფლენქი (planks).
ამ დროს მთელი სხეულის ან გარკვეული კუნთების ჯგუფი იჭიმება რაც შეიძლება დიდხანს.
7. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანს ექნება სარგებელი, თუ მიიღებს კრეატინს, დაახლოებით 3 გრამს დღეში.
ეს დადებითად აღნიშნება კუნთებზე და ასევე კოგნიტიურ ფუნქციებზე.
8. ის, რომ კრეატინი თირკმელს აზიანებს ან თმის ცვენას იწვევს, არის კლასიკური მითი.
9. ასევე შეეცადეთ, მითუმეტეს 40 წლის ასაკის ზემოთ, მიიღოთ მინიმუმ 1 გრამი ცილა წონის თითო კილოზე.
მაგ. თუ იწონით 80 კილოს, გჭირდებათ მინიმუმ 80 გრამი ცილა/პროტეინი დღეში.
10. ისიც მითია, რომ ცილა თირკმელს აზიანებს.
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან სხვა მძიმე დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ ჯერ თქვენს ნეფროლოგთან.
11. ოზემპიკი და სხვა მსგავსი მედიკამენტები ძალიან ეფექტურია წონის დაკლებისთვის. წონის დაკლების მიღმა მათ აქვთ ძალიან კარგი ეფექტი გულის უკმარისობაზე, მაღალ წნევაზე და ასე შემდეგ.
მათ ასევე აქვთ გვერდითი მოვლენები, ასე რომ მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ინდივიდუალურად მორგებული.
12. სექსუალური ცხოვრება, ლიბიდო არ არის მარტო ახალგაზრდების მონოპოლია. სრულიად ბუნებრივია და ძალიან სასარგებლო სექსი მაღალ ასაკში, 60-70 წლის მიღმა. ასეთ დროს შეიძლება დამხმარე რაღაცების გამოყენება, მამაკაცისთვის ვიაგრა ან მსგავსი პრეპარატი ერექციისთვის, ქალისთვის ლუბრიკანტი ვაგინალური გამოყენებისთვის.
13. ასევე სრულიად ბუნებრივია, პარტნიორის გარდა სხვა ადამიანებიც მოგწონდეს, გიზიდავდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან რამე გექნება.
ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვრები.
14. შვილს სანამ გააჩენთ, ბოლომდე იყავით დარწმუნებული, რომ არ ქმნით საკუთრებას, ან ასაკში წყლის მომწოდებელს, სიბერის პატრონს, არამედ ახალ ადამიანს თავისი, ხშირად მშობლებისგან განსხვავებული გემოვნებით, წარმოდგენით, მსოფლმხედველობით, იდეოლოგიით...
15. არსებობს დაკვირვება, რომ რაც უფრო მეტი ბიჭი ჰყავს დედას უკვე გაჩენილი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შემდეგი ბიჭი იყოს ჰომოსექსუალური ორიენტაციის. ამას დედის იმუნური სისტემა "აჩალიჩებს"
16. ჭარბი ოფლიანობა, იგივე ჰიპერჰიდროზი, არის ჩვეულებრივი დაავადება და არა რაღაც სისუსტე თუ განაჩენი.
არსებობს მკურნალობის ბევრი ხერხი. ფარმაკოლოგიურად ე.წ. ანტიქოლინერგული პრეპარატებით, ასევე ბოტოქსის ინექციით ოფლიანობის არეალში.
ასევე ეფექტურია სალბის ნაყენები, კაფსულები, აბები.
არსებობს ასევე ქირურგიული ოპერაციაც ETS - ენდოსკოპიური ტრანსთორაკალური სიმპათექტომია. ეს ბოლო გულ-მკერდის ქირურგიის პრეროგატივაა.
17. ჯანმრთელობაზე მუდმივი ღელვა არ არის "ნორმალური". ეს აშლილობაა და საჭიროებს ფსიქოთერაპიას.
18. სოლარიუმში ხშირი სიარული გარდა იმისა რომ კანს ნაადრევად დააბერებს და დაამახინჯებს, ზრდის მელანომის რისკსაც.
19. ჰიგიენა ეხება ორივე სქესს/გენდერს. აღარ არის დღესდღეობით აუცილებელი, მამაკაცმა თავისი კაცურობა ჰიპერბანჯგვლიანი ყურებით, მკლავებით თუ ინტიმური უღრანით დაამტკიცოს.
20. თან რაც უფრო დაბალია გალავანი, მით უფრო მაღალი ჩანს სასახლე, ძმებო! “, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ, იქ შეიძლება, სერიოზული მიზეზიც იყოს“ - რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო, ექიმის გაფრთხილება!

⭕ვის დაუფინანსებს თბილისის მერია წელს კომუნალურ გადასახადებს

⭕ბუნებრივი საშუალებები გაზებისა და შებერილობის წინააღმდეგ - რჩევები ფიტნესინსტრუქტორისგან!