„ჩეკების დაწვა ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად...“, - აღნიშნულის შესახებ მარტივ პრაქტიკას, რომელიც 19 აგვისტოს უნა შეასრულოთ, ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„🗓 პრაქტიკა ჩაატარეთ დღეს — 19 აგვისტოს.
🔥 ითვლება, რომ ჩეკების დაწვისას გაჩერებული ფულის ენერგია თავისუფლდება და საჩუქრების, ბონუსების, ფასდაკლებებისა თუ მოულოდნელი შემოსავლის სახით უკან ბრუნდება. იმისთვის, რომ პრაქტიკამ იმუშაოს:
▫️ ჩაატარეთ მხოლოდ ოთხშაბათს — მერკურის დღეს;
▫️ და აუცილებლად მზარდ მთვარეზე
🌙 ✨ როგორ მოემზადოთ:
1. შეაგროვეთ მაღაზიებისა და ტრანსპორტის ყველა ჩეკი, ქვითარი და ბილეთი, შემდეგ კი მოათავსეთ პატარა ჩანთაში ან ყუთში.
2. აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი ან პრაქტიკა ღია სივრცეში ჩაატარეთ.
3. ჩეკებს ფრთხილად მოუკიდეთ ცეცხლი.
🌟 შემდეგ სამჯერ გაიმეორეთ:
⚪ ჩეკებს ვწვავ — სიმდიდრეს მოვუხმობ.
⚪ ჩეკებს ვწვავ — სიმდიდრეს ვამრავლებ.
⚪ ჩეკებს ვწვავ — სიმდიდრეს ვაძლიერებ.
ჩემს საკეთილდღეოდ და ყველას სასიკეთოდ. ასე იყოს! დაე, თქვენ მიერ დახარჯული ყოველი თანხა გაზრდილი სახით დაგიბრუნდეთ! გისურვებთ ფინანსურ წარმატებას, სიუხვესა და კეთილდღეობას!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: