
პედიატრი თამთა ივანაშვილი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც საზაფხულო დასვენების შესახებ ისაუბრა და ბევრ საჭირო რჩევაზე გაამახვილა ყურადღება.
სპეციალისტის თქმით, აღნიშნული რჩევები, როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს გამოადგებათ, თუ სწორად როგორ დაგეგმონ საზაფხულო არდადეგები.
მისი თქმით, ზაფხული არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ მშობლებმა შეძლონ შვილებთან ერთად დასვენება.
„ზაფხული არის საშუალება დაისვენოთ ბავშვებთან ერთად, თუმცა დასვენება არ არის მხოლოდ დასვენება ეს არის კარგი პერიოდი ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარების ხელშესაწყობად.
რაც შეეხება დასვენებას მთაში სჯობს, ზღვაზე თუ სოფელში? - ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი ბავშვი, სადაც იქნება ნაკლები ეკრანი, ნაკლები გამონაბოლქვი, სუფთა ჰაერი, მეტი მცენარე ეს ყველა დასვენება არის მათთვის სასურველი.
კარგი იქნება შეძლოთ და რამდენიმე ადგილი მოუნაცვლოთ, ეს მათ განვითარებასაც მიეხმარება.
დასვენება არ არის მხოლოდ ჰაერის შეცვლა, ეს არის ძალიან ბევრი ახალი უნარის ჩამოყალიბება და დაკავებული მშობლების საუკუნეში - ოჯახის ერთად ყოფნა, რაც აუცილებლად სჭირდება ბავშვებს“, - ამბობს პედიატრი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
⭕ „გადარჩენილი სიყვარული და ლუქი...“ - ნუცა ბუზალაძე საქმროსთან ერთად ახალ ფოტოს აქვეყნებს