Digest Logo

🎥 „საოპერო მომავალი შეიძლებოდა მქონოდა, მაგრამ პროტესტის გამო თეატრალურზე ჩავაბარე“ - რას ჰყვება ნინი ბადურაშვილი აუხდენელ ოცნებაზე და რატომ დაურეკა მას რობერტ სტურუამ

1750852986
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია“ გადაიღო.

ნინი გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანიც იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ იგი გადაცემიდან წავიდა.

ამჯერად ნინი სტუმრად გადაცემაში „რუსიკო და ნანიკო“ იმყოფებოდა - ნინის თქმით, ბავშვობიდან სურდა მომღერლობა და სხვა პროფესია არც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ თეატრალურში, სამსახიობოზე ჩააბარა.

როგორც ამბობს, ეს ნაწილობრივ მშობლებისადმი მცირე პროტესტიც იყო, რადგან მათ სურდათ, საოპერო განხრით წასულიყო, თანაც ამის მონაცემებიც ნამდვილად ჰქონდა.

„სულ მინდოდა მომღერლობა, სხვა პროფესია არც განიხილებოდა ჩემ ცხოვრებაში. თუმცა მოხდა ისე რომ თეატრალურში ჩავაბარე სამსახიობოზე. შეიძლება პროტესტიც მქონდა მშობლების მიმართ. აი მაგალითად ელენეს ჩემს შვილს ძალიან კარგი ხმა აქვს, მაგრამ არ უნდა მომღერლობა. მეც ეგ მომენტი მქონდა ეკას მიმართ. ბოლოს ისე ვიყავი, ძალიან უაზროდ, არ ვიცოდი რაზე ჩამებარებინა და ავირჩიე ეგ, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან ჯობდა ვოკალზე ჩამებარებინა. ჩემებს ძალიან უნდოდათ საოპერო განხრით წავსულიყავი, სხვათა შორის მქონდა ამის მონაცემები.

მგონია, რომ მეორე ბებიის აუხდენელი ოცნება არის სამსახიობო ფლორასი, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა მსახიობი ყოფილიყო და სულ აბრალებს იმედას, რომ შენ დამღუპეო და კარიერა მომისპეო. იმედას არ უნდოდა ჩაებარებინა სამსახიობოზე. მეც ერეკლე რომ მეუბნებოდა მოდი ფილმში გადაგიღებო, სულ უარს ვეუბნებოდი.

პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც რობერტ სტურუამ დამირეკა. რამხელა ამბავი იყო რომ ასეთმა რეჟისორმა დამირეკა, თუმცა იმდენად შემეშინდა ვერ გავრისკე. რომ გავაცნობიერე დიდ შეცდომას ვუშვებდი, სხვა სპექტაკლი დაიწყო ცოტა ხანში და დავიწყე სიარული. ძალიან მომეწონა ეს პროცესი, თუმცა სამწუხაროდ შემდეგ აღარ დაიდგა ეს სპექტაკლი“, - ჰყვება ნინი ბადურაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შე ქინძო, ფოთოლო...“ - ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება გრძელდება

🌙♋„შესაძლოა თავს დაუცველად გრძნობდე...“ - რა უნდა გაითვალისწინონ 25 ივნისის ახალმთვარეობას ზოდიაქოს ნიშნებმა

⭕„მოსალოდნელია ამ პერიოდში „ამოტივტივდეს“ წარსული ან განახლდეს გარკვეული ტკივილები...“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი 25 ივნისის ახალმთვარეობისთვის