
დაუძლეველი მიჯაჭვულობა, რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს? ყოველდღიურად უამრავი ფაქტი და ისტორია გვესმის ამ შინაარსის და ხშირად გვიჩნდება კითხვა რატომ უბრუნდებიან ადამიანები ყოფილებს? მაშინაც კი თუ მათი ურთიერთობა წარსულში დამანგრეველი იყო.
ყველა იმ მიზეზზე, რამაც შეიძლება ეს ყოველივე გამოიწვიოს გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა და ქოუჩმა გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„ტოქსიკური ურთიერთობა არის მდგომარეობა, როცა გაქვს გაჭედილობის განცდა გონებრივად, მენტალურად, სხეულებრივად. რაღაც რასაც აკეთებ ხვდები არ მუშაობს, მაგრამ ახლებური გზებიც არ იცი და მუდმივად უბრუნდები ამ წრეს.
ჩემს ასეთ მდგომარეობას, ცუდად ყოფნას ვამართლებ მუდმივად რაღაცით, მინდა შევცვალო მეორე ადამიანი. ყველას გვაქვს დაჯერებები, რაც ჩვენს აღქმას აყალიბებს. ხშირად, ბავშვობიდან მოდის ყველაფერი. თუ ბავშვობაში იყო ძალადობა, არ მაძლევდნენ სიყვარულს, მივითარდება შიმშილი სიყვარულისა. ერთის მხრივ მინდა კარგი, მაგრამ არაცნობიერად მინდა შევიდე ამ თამაშში. ამას ხშირად ვერ ვხვდებით, რადგან ეს გაუაზრებელია“, - ამბობს გვანცა ბარაბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 აპათია, მელანქოლია, ძილისა და მადის პრობლემები - 7 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობას
⭕25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა