Digest Logo

🎥 დავით გაგუა: „ნაადრევი მშობიარობის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე დღით გადავადება ნაყოფის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს“

1763101579
დავით გაგუა

ნაადრევი და ვადაგადაცილებული მშობიარობა, რა რისკები ახლავს თან და როგორია პრევენციის გზები? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მეან-გინეკოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა, დავით გაგუამ ისაუბრა:

მედიკოსის განმარტებით, ნაადრევი მშობიარობის შეჩერება თითქმის შეუძლებელია, თუმცა მისი რამდენიმე დღით გადავადება ნაყოფის ფილტვებისა და ტვინის განვითარებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„ნაადრევი მშობიარობა ითვლება 22-დან 37 კვირამდე. 37 კვირიდან მშობიარობა უკვე დროულად მიიჩნევა. ყველაზე ოპტიმალური პერიოდი სამშობიაროდ არის 39–41 კვირა, ხოლო 42 კვირის შემდეგ ვადაგადაცილებაზე ვსაუბრობთ.

ნაადრევი მშობიარობის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩასახვამდელი ვიზიტი, რადგან ამ ეტაპზე შესაძლებელია დედის სრულად გამოკვლევა, ინფექციების გამოვლენა და მათი პრევენცია.

ასევე საჭიროა საშვილოსნოს ყელის მონიტორინგი. თუ დამოკლება დაფიქსირდება, შესაძლებელია ნაკერის დადება. ნაადრევი მშობიარობის დროს მთავარი მიზანია პროცესის გადავადება. თანამედროვე პირობებში შესაძლებელია ნაყოფის ფილტვების და ტვინის მომზადება. თუ მშობიარობის გადავადება ორი–სამი დღით მაინც ხდება, ამ დროს ნაყოფი უფრო მომზადებული და ჩამოყალიბებულია“,- აღნიშნა დავით გაგუამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕14 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ქორწინების მფარველია და ბევრი ადამიანი თვლის, რომ ყველაზე ხელსაყრელი დრო ივნისია...“ - ხათუნა ნოელი

⭕„ყველა ამ საკითხს ექნება ღრმა ემოციური, ფსიქოლოგიური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ექო...“- რას წერს ხათუნა ნოელი საქართველოს ასტროლოგიურ რუკაზე