Digest Logo

🎥 „დედის რძეში იმ დაავადებების წინააღმდეგ ანტისხეულებია, რომლებსაც დედა სიცოცხლის განმავლობაში შეხვედრია“ - ლია ოტიაშვილის რჩევები ახალბედა დედებს

1781101176
ლია ოტიაშვილი

როგორ მოვუაროთ ახალშობილს, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ძუძუთი კვების დროს და რა მნიშვნელობა აქვს დედის რძეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის? აღნიშნულ თემებზე ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ლია ოტიაშვილი გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

სპეციალისტის განმარტებით, ძუძუთი კვება, როგორც წესი, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ქალის ორგანიზმს რძის გამომუშავების უნარი ბუნებრივად გააჩნია. მისი თქმით, დედის რძე ახალშობილისთვის არა მხოლოდ საკვებია, არამედ შეიცავს მნიშვნელოვან იმუნურ კომპონენტებს, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

„პირველ რიგში ახალბედა დედები ყოველთვის მეკითხებიან: რძე მექნება თუ არა? რაც არის ძალიან ხშირი შიში. ეს თემა არის აბსოლუტურად უცნობი. ყველა დედას აქვს რძე, მისი არქონის მომენტი არ არსებობს, რადგან ქალი თუ რეგულარულად აწოვებს ძუძუს შვილს, აუცილებლად აქვს რძე. არაორსულ ქალსაც კი აქვს ეს მდგომარეობა. ფიზიოლოგიურად ასე არის ქალის ორგანიზმი მოწყობილი. იყო ასეთი შემთხვევები, როცა სუროგატმა ატარა შვილი მუცლით და შემდეგ დედამ გააგრძელა ლაქტაცია. დედობის სკოლა უცხოეთში განვითარებულია. ჰქონდათ ლაქტაცია ასეთ მშობლებს. ეს შიში უნდა მოიხსნათ დედებმა.

ყველა დედამ უნდა გაიაროს დედობის სკოლა, რადგან მზად იყოს დედობისთვის. ეს საჭიროა რადგან, მშობელი დიდ ტკივილს და სტრესს გადის მშობიარობის დროს. ინფორმაციის აღქმა კი ნაკლებია. ორსულობისას სურვილი აქვს მშობელს, რომ ყველაფერი ზედმიწევნით იცოდეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუთი კვება? - ნებისმიერი პროდუქტი შედგება ცილების, ცხიმების და ამინომჟავებისგან.

აბსოლუტურად ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავები არის დედის რძეში. ნაწილობრივ გვაქვს, ნაწილობრივ არ გვაქვს ეს ამინომჟავები. ამ ამინომჟავას ავსებს ძროხის რძეც. თუმცა ყოველთვის მისი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ძროხის რძე შეიცავს რთულ ამინომჟავებს და ბავშვის ორგანიზმი მის ათვისებას ვერ ახერხებს. ამიტომ არის დედის რძე ყველაზე რელევანტური.

იმუნოგლობულინები - ის, რასაც კი დედა შეხვედრია, ვირუსს და ბაქტერიას თავისი ცხოვრების მანძილზე, აბსოლუტურად ყველაფრის საწინააღმდეგო ანტისხეულია დედის რძეში და ბავშვი როგორც აცრის დროს დაცულია ამ დაავადებებისგან. ეს არის კვება, ეს არის სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერება“, - აღნიშნა ლია ოტიაშვილმა.

ვრცლად, კომენტარებში:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რა ფორმები გაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ევა ბარბაქაძე

⭕ როგორ ჩაივლის მიმდინარე კვირა და რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს

⭕რას გამოიწვევს პლანეტების მოძრაობა და მათი თანხვედრა ადამიანების ცხოვრებაში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ივნისში - ასტროლოგის რჩევები!