Digest Logo

🎥 „დეპრესია ყოველთვის დეპრესია არ არის - ის, შეიძლება უფრო სახიფათო მდგომარეობით იყოს გამოწვეული, როგორიცაა ონკოლოგია“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები საზოგადოებას

1708673207
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე დეპრესიის მიზეზებს განმარტავს. მის თქმით, ის შესაძლოა სულაც არ იყოს დეპრესია და გამოწვეული იყოს უფრო სახიფათო მდგომარეობით - ონკოლოგიით.

ამის შესახებ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მედიკოსმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა თუ რა ჩივილებს უნდა მიაქციონ ყურადღება და როდის უნდა მიაკითხონ ექიმს.

„ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრს ადამიანს აქვს გუნება-განწყობილების დაქვეითება, რომელსაც თვლიან, რომ არის დეპრესიის ბრალი, თუმცა ხშირად ცდებიან... პირველ რიგში, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითება იწვევს ძალის დაქვეითებას, გუნება-განწყობის შეცვლას, დაღლას, ძილიანობას“ ,- ამბობს მედიკოსი.