Digest Logo

დღეს მხედველობის მსოფლიო დღეა - თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები, რომელიც დღეში ორჯერ უნდა ჩაიტაროთ!

1759997547
დღეს მხედველობის მსოფლიო დღეა

მხედველობის მსოფლიო დღე (World Sight Day) ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს, რაც 2025 წელს ემთხვევა 9 ოქტომბერს, ანუ დღეს!

ეს დღე მიზნად ისახავს 👇

⏺ ცნობიერების ამაღლებას თვალის ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ

⏺ თვალის დაავადებების პრევენციას,

⏺ მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მხარდაჭერის გაზრდას

მნიშვნელოვანია  👇

⏺ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი თვალის მოვლა ყველასთვის

⏺ რეგულარული თვალის გასინჯვის მნიშვნელობა

⏺ პრევენციული ზომების მიღება დაბრმავების თავიდან ასაცილებლად

თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი დღეში ორჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ.

⏺მოხერხებულად დაბრძანდით, წელში გაიმართეთ, კისერი და მხრები მაქსიმალურად მოადუნეთ.

⏺ თვალები დახუჭეთ და რაც შეიძლება მოეშვით. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები. უსიამოვნო განწყობა და დაჭიმული ნერვები ვარჯიშის დროს არ გამოგადგებათ - სათანადოდ ვერ მოეშვებით და ეფექტიც გაცილებით უარესი იქნება.

⏺ გახელილი თვალები წრიულად ამოძრავეთ ჯერ საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
ინტენსიურად ამოძრავეთ თვალები ჯერ ჰორიზონტალურ (მარჯვნივ-მარცხნივ), შემდეგ კი ვერტიკალურ (ზემოთ-ქვემოთ) ხაზზე.

⏺ მაგრად დახუჭეთ თვალები და რაც შეიძლება ფართოდ გაახილეთ.

⏺ მიმართეთ მზერა მარცხენა ქვედა კუთხისკენ (სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეეცადეთ შეხედოთ მარცხენა მხარს) და თვალები ერთ წერტილზე შეაჩერეთ. შემდეგ სამჯერ დაახამხამეთ და მზერა მარჯვენა მხარეს მიმართეთ.

⏺ ეს ვარჯიში წინას ჰგავს, ოღონდ ამჯერად მზერა მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენაზე გადაიტანეთ.
დახუჭულ თვალებზე მიიდეთ თბილი ხელისგულები, ხელის თითები შუბლზე გადაიჯვარედინეთ. მოეშვით და შეეცადეთ, ღრმა შავი ფერი “დაინახოთ”.

⏺ თვალები ასიოდეჯერ დაახამხამეთ სწრაფად და მსუბუქად.

⏺ მზერა ცხვირის წვერისკენ მიმართეთ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, საჩვენებელი თითი ცხვირის წვერთან მიიტანეთ და მას შეხედეთ - ასე უფრო გაგიადვილდებათ.

⏺ მიდით ფანჯარასთან, აირჩიეთ რომელიმე ახლომდებარე წერტილი (მაგალითად, ფოთოლი, თუ ხე ფანჯარასთან ახლოს დგას, ან რომელიმე ნივთი აივანზე, თუ ის თქვენი თვალების გასწვრივ მდებარეობს). კარგად დააკვირდით არჩეულ წერტილს და წარმოსახვით გაავლეთ მისი სიღრმისკენ მიმავალი გრძელი ხაზი - მზერა რაც შეიძლება წინ და შორს მიმართეთ.
 
ვარჯიშების შესრულება სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიხშირით შეიძლება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოცემული კომპლექსიდან ზოგიერთი ვარჯიში ამოირჩიოთ და სამუშაო დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიმეოროთ.

ასეთი მინიკომპლექსი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს. იმ ვარჯიშთა შესრულებისას, რომელთა დროსაც თვალებს განსაზღვრული მიმართულებით გადაადგილება უხდება, მოძრაობის საბოლოო წერტილზე რამდენიმეწამიანი ფიქსაცია მოახდინეთ. ვარჯიში თითოეული მიმართულებით 7-10-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 🔢👀 რა ციფრებს ხედავთ ფოტოზე - ნახეთ, ტესტი და შეამოწმეთ რამდენად გადაღლილია თქვენი თვალი

⭕„შენთან ერთად ცხოვრება დიდი ბედნიერებაა, მადლობა ყველაფრისთვის“ - დათუნა მგელაძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„მზის პლაზმის აფეთქებების მეხუთე ტალღა დედამიწას მოსწვდა, ბევრი ადამიანი განიცდის ერთი და იგივე სიმპტომებს რამდენიმე დღეა“ -  „ამაზონკა“