მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, სადაც კბილის ჯაგრისის შესახებ წერს.
მისი თქმით, რაც არ უნდა ხარისხიანი გეგონოს შენი ჯაგრისი, ნეილონი მაინც პლასტმასია.
„დილას ვიწყებთ შხამით... ვიღვიძებთ, შევდივართ სააბაზანოში და პირველივე, რასაც ვაკეთებთ - პირის ღრუში ვიდებთ პლასტმასის ჯოხს, რომელსაც ნეილონის ბეწვი აქვს და ვიწყებთ ხეხვას.
რაც არ უნდა ხარისხიანი გეგონოს შენი ჯაგრისი, ნეილონი მაინც პლასტმასია. ხეხვის დროს, მიკროსკოპულ დონეზე, ეს სინთეთიკური ბოჭკოები ცვდება და იშლება. შედეგად, ჩვენდა უნებურად ყლაპავთ ნანო-პლასტიკატებს, რომლებიც პირდაპირ ჩვენს ორგანიზმში იკავებენ ადგილს. გარდა ამისა, თავად ტარიც უმეტეს შემთხვევაში ტოქსიკური პლასტმასისგანაა დამზადებული, რომელიც ლორწოვანთან შეხებისას მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.
ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ჩვენი სხეულისთვის ეს ნანო-ნაგავი სრულიად უცხო ხილია. ჩვენს იმუნურ სისტემას და მიკროსამყაროს წარმოდგენა არ აქვს, რა ჯანდაბა მოუხერხოს პლასტმასს. ის არ ინელებს, არ გამოდევნის და საბოლოოდ, ეს ნაწილაკები ჩვენში ილექება.
დიდხანს ვეძებე ალტერნატივა. მინდოდა რამე ნამდვილი, ბუნებრივი - მაგალითად, ცხენის ან ღორის ბეწვისგან დამზადებული ჯაგრისი ხის ან ბამბუკის ტარით. საქართველოში ფაქტობრივად ყველაფერი გადავატრიალე, მაგრამ სამწუხაროდ, არათუ გაყიდვაში არ აქვთ, არამედ გაგონილიც კი არ ჰქონდათ ასეთი რამის არსებობა.
საბოლოოდ გამოსავალი ისევ ამაზონზე ვიპოვე. რაც მთავარია, მითი იმის შესახებ, რომ ჯანსაღი ცხოვრება ძვირია, აქაც იმსხვრევა. 6 ცალიანი შეკვრა სულ რაღაც 21 დოლარი ღირს. ანუ ერთი ცალი გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე აქაურ სუპერმარკეტებში ნაყიდი ბრენდირებული პლასტმასის ნაგავი. ერთი ჯაგრისი დაახლოებით 2-3 თვე თავისუფლად გემსახურებათ.
ბევრს აქვს არგუმენტი - კი მაგრამ, ნატურალურ ბეწვში ხომ ბაქტერიები გროვდება და ბლა,ბლა, ბლა... მოდი პირდაპირ ვთქვათ, პირველ რიგში, თუ წესიერად მოვუვლით არ გროვდება, და რომც დაგროვდეს, ყველაზე საშინელი ბაქტერიაც კი მილიონჯერ ჯობია ნეილონის ნარჩენებს. თუ ადამიანს იმუნიტეტი წესრიგში აქვს და ჯანსაღად იკვებება, ბაქტერიებთან გამკლავება ორგანიზმისთვის ჩვეულებრივი გართობაა, მეტიც - აუცილებელი ტრენინგია იმუნიტეტისთვის. აი, ნანო-პლასტიკატებთან ბრძოლაში კი ჩვენი ორგანიზმი უძლურია.
ასე რომ, არჩევანი ჩვენზეა - ან ვაგრძელებთ დილის დაწყებას პლასტმასის ღეჭვით, ან გადავდივართ ბუნებრივზე, რაც ჩვენი სხეულისთვის ნაცნობი და უსაფრთხოა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვის დაუფინანსებს თბილისის მერია წელს კომუნალურ გადასახადებს
⭕ბუნებრივი საშუალებები გაზებისა და შებერილობის წინააღმდეგ - რჩევები ფიტნესინსტრუქტორისგან!