იცოდით, რომ სახლი ჩვენი გონებისა და ემოციური მდგომარეობის პირდაპირი ანარეკლია?
ამას ვედური ასტროლოგიაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელსა და ემოციურ მდგომარეობას ერთი და იგივე პირადი რუკის სახლი (მეოთხე სახლი) განაგებს.
ემოციური მდგომარეობის გასაანალიზებლად სულაც არ არის აუცილებელი ასტროლოგები ვიყოთ. საკმარისია, შევხედოთ საცხოვრებელს. ვედური სწავლების მიხედვით, სახლი ცოცხალი ორგანოა, რომელსაც აქვს თავი და გული.
თუ საცხოვრებელში ბევრი უსარგებლო ნივთი გროვდება ეს მიუთითებს იმაზე, რომ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში შეფერხება გვაქვს. ხშირად, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა და დაბრკოლება უბრალო დალაგების პროცედურით გვარდება ხოლმე.
ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ქრონიკული პრობლემები აქვს ხშირად უჭირს დალაგება. თითქოს დასალაგებელი ბევრია, მაგრამ ამის ძალა არა აქვს.
ამ დროს შეფერხების ენერგია ძალიან ძლიერია. თუმცა, არსებობს ხერხი სახელწოდებით „ერთი ყუთის წესი“:
მოძებნეთ რაიმე ყუთი და დაიწყეთ მასში ჩალაგება. თავი დაიმშვიდეთ იმ ფაქტით, რომ მხოლოდ ამ ქმედებით შემოიფარგლებით და მთლიანი სახლის დალაგება არ მოგიწევთ.
შედეგად, იგრძნობთ, რაღაც დოზით ენერგიის გამონთავისუფლებას. ამით საცხოვრებელსა და გონებაში შეფერხების ენერგიას აღმოფხვრით.
თუ კიდევ ერთი ასეთი ყუთის გავსება მოგინდებათ აღარ გადადოთ. ასე ხშირად ხდება ხოლმე.
მეთოდი ძალიან კარგია სტრესის დროს გონების დასამშვიდებლად.
თუ გაურკვევლობის განცდა გაწუხებთ და არ იცით რა გააკეთოთ, დაალაგეთ სახლი. პასუხი შეიძლება თავის და უნებურად გეწვიოთ. 
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.facebook.com