Digest Logo

🎥 „ეს არის საგანგაშო ნიშანი, შეიძლება იყოს კიბო, რომლის უჯრედები გამალებით წვავენ კალორიებს“ - ექიმის ვიდეომიმართვა

1773665080
ირმა უკლება

ექიმი ირმა უკლება სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმ სამ სიმპტომს ასახელებს, რამაც ჩვენს ორგანიზმში კიბოს არსებობა შეიძლება გვაცნობოს. 

იგი საზოგადოებას მოუწოდებს, არ უგულებელყონ ქვემოთ მოცემული სიმპტომები და კვლევების ჩასატარებლად დროულად მიმართონ საავადმყოფოს:

დაღლილი იღვიძებთ დილით?

უმრავლესობას ეს ახასიათებს, შემდეგ რამდენიმე ჭიქა ყავით დღის მანძილზე გამოფხიზლდებით და ჩვეულ რიტმში ვდგებით, მაგრამ დაღლილობას თუ ეს სამი ნიშანიც ახლავს, არ უგულებელყოთ და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რადგან შეიძლება ამან გამოიწვიოს თქვენი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება. 

პირველ რიგში, თუ თქვენ ოფლიანდებით ღამით ისე ძალიან, რომ თეთრეულის გამოცვლა, ტანსაცმლის გამოცვლა გჭირდებათ. ეს ოფლიანობა გახლავთ სხვანაირი, თითქოს წყალი გადაგასხეს. არ მიუყრუოთ, რადგან ეს შეიძლება იყოს სიმპტომი ლიმფომისა და ლეიკოზებისა, ანუ ლიმფური კვანძების, სისტემის, სისხლის სისტემის, დაავადება. 

მეორე - 1-2 თვის მანძილზე წონის 5% კლება. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, არც დიეტა, არც ზედმეტი ვარჯიში. ეს არის საგანგაშო ნიშანი, ეს შეიძლება იყოს კიბო, რომლის უჯრედები გამალებით წვავენ კალორიებს და იყენებენ იმ რესურსს, რაც ორგანიზმს გააჩნია. 

მესამე - სახსრების და ძვლების ტკივილი, რომელიც არ ჩერდება ჩვეულებრივი გამაყუჩებლით. ეს კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანი გახლავთ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. მინიმუმ ერთი კვლევით, რენტგენის საშუალებით ნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს თქვენს ძვლებში“, - ამბობს ირმა უკლება. 

@irmaukleba #სიმსივნე #სიმპტომები ♬ оригинальный звук - doctor Irma

ასევე დაგაინტერესებთ: 

გეომაგნიტური შტორმი, აფეთქებები მზეზე და მათი გავლენა ადამიანზე - „2026 წელს მზის აქტივობა საკმაოდ მაღალია, მზის 11-წლიანი ციკლის პიკთან ვართ ახლოს“

„მოგონებები, ინტუიციური წვდომა და ემოციური დაბნეულობა...“ - როგორ აფასებს ეზოტერიკოსი 16 მარტის ენერგიებს

„ღვთის მაძიებელი გულისათვის სულზე უტკბესი უნდა იყოს ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე