Digest Logo

„ძილი ორკესტრის ჟღერადობას ჰგავს“ - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია ჩაძინების ნეიროფიზიოლოგიურ საიდუმლოებებს განმარტავს

1791262728
ლევან შელეგია

„ჩაძინება ორკესტრის ჟღერადობას ჰგავს — ბევრი რამ უნდა მოხდეს კოორდინირებულად, რომ ჩაგვეძინოს“ - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია ძილის რთულ, მაგრამ საინტერესო ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებს განმარტავს.

მედიკოსი დეტალურად აღწერს, თუ როგორ აკონტროლებენ ჰორმონები — ადენოსინი, მელატონინი, ჰისტამინი და ორექსინი სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობას. ამასთან, ექიმი განმარტავს, რატომ იწვევს ძველი თაობის ანტიჰისტამინები ძილიანობას, როგორ აბათილებს ყავა დაღლილობას და რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზამთარში დღის შუქზე ხშირად ყოფნა სეზონური დეპრესიის თავიდან ასაცილებლად:

„ორი სიტყვით ძილზე, ახლა იმიტომ მეძინება ასე, რომ ბოლო საათებში დაგროვილმა ადენოსინმა და ბიორითმის საფუძველზე წარმოქმნილმა მელატონინმა ჩემი ჰიპოთალამუსის „ძილის ცენტრი“ დაიპყრეს.

ამავდროულად სიფხიზლის და ყურადღების დიდი მბრძანებელი რთული სახელით formatio reticularis ცნობიერების კარიბჭედ ცნობილ თალამუსს მაქსიმალურად თრგუნავს სხვადასხვა ბიოქიმიური ხერხებით, რომ გადავიდე ნელ-ნელა მორფეუსის სამფლობელოში, ანუ ჩამეძინოს პარალელურად შემცირდა იგივე ჰიპოთალამუსში სიფხიზლის ჰორმონების - ჰისტამინის და ორექსინის კონცენტრაცია.

დიახ, ჰისტამინს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ქავილის და სხვა ალერგიული სიმპტომების გამოწვევა! ძველი თაობის ანტიჰისტამინები, საფირმო სახელებს ჩამოვთვლი:

🔹️დიმედროლი

🔹️ტავეგილი

🔹️სუპრასტინი

🔹️ფენისტილი

🔹ატარაქსი

იმიტომ გვღლის, გვთენთავს, გვაძინებს, რადგან ისინი ბოლო თაობების ანტიჰისტამინებისგან განსხვავებით ტვინში შეღწევას ახერხებენ და ჰიპოთალამუსის სიფხიზლის/ძილის ცენტრში აბათილებენ ამ ჩვენი ჰისტამინის მოქმედებას.

ეფექტიც ორმაგია: აღარ გვაწუხებს ალერგიული სიმპტომები და თან გვეძინება შესაბამისად ვხმარობთ მედიცინაში ზუსტად ამ ძველ ანტიჰისტამინებს საძილე პრეპარატებად.

ყავით (კოფეინით) კი უპრობლემოდ გავანეიტრალებდი ადენოსინს და თვალებში ბადურაზე შუქის მინათებით მელატონინსაც დავაფრთხობდი, მაგრამ ამჯერად დავემორჩილები ჩემს ნეიროფიზიოლოგიას მოკლედ, ყავით იმიტომ ვფხიზლდებით, რომ კოფეინი აბათილებს დაღლილობის ნივთიერებას სახელად ადენოსინი

☕ გარეთ სეირნობით კი მელატონინის კონცენტრაციას დავწევ დღის შუქით.

მელატონინი (◼შავი ტონუსის ჰორმონი) დღის განმავლობაში ხასიათს გვიფუჭებს და ზუსტად ეს შავი ჰორმონია ზამთარში სეზონური დეპრესიის ერთერთი მთავარი ხელშემწყობი.

ამიტომაც აუცილებლად გაატარეთ დრო ზამთარში ხშირად გარეთ დღის შუქზე🌞 სახლიც მაქსიმალურად განათებული გქონდეთ დღისით! მინდა აქაც დავაკავშირო ჩემი პროფესიები ერთმანეთთან:

როგორც ხედავთ, ჩაძინება ორკესტრის ჟღერადობას გავს და არა სოლო ინსტრუმენტისას - ბევრი რამ უნდა მოხდეს კოორდინირებულად, ერთდროულად, რომ ჩაგვეძინოს, ანუ ორკესტრი აჟღერდეს“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕„უსაყვარლესი გოგოა“ - ნინო ჩხეიძე ევა ბუთიაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕მარიამ შენგელია და გიორგი მჭედლიშვილი თაფლობის თვეს პარიზში, სიყვარულის ქალაქში ატარებენ - ფოტოები

✕