ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ძილის პოზის შესახებ წერს.
„ძილის პოზა პირდაპირ მოქმედებს ხერხემლის ჯანმრთელობაზე. არასწორი მდგომარეობით ძილისას ხერხემალი იძაბება, დისკებზე და ნერვებზე ზედმეტი წნევა იქმნება, რაც დროთა განმავლობაში იწვევს კისრისა და წელის ტკივილს, გაჭიმულობას და მოძრაობის შეზღუდვას.
თუ ღამით ხერხემალი მრუდდება ან ტრიალდება, სხეული ვერ ისვენებს და ვერ აღდგება. ამის ნაცვლად, დაგროვილი დაძაბულობა დილით ტკივილითა და დისკომფორტით ვლინდება.
სწორი ძილის პოზა და სწორად მოთავსებული ბალიში ეხმარება ხერხემალს ბუნებრივი ფორმის შენარჩუნებაში, კუნთების მოდუნებასა და ქსოვილების აღდგენაში.
ხერხემლის ჯანმრთელობა არა მხოლოდ ვარჯიშით, არამედ ჩუმად — ყოველ ღამე, სწორად ძილითაც შენდება“, - წერს მამუკა რაშოიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - საქართველოში ამინდი გაუარესდება
🎥 „დღის საუკეთესო დოპინგი“- თამუნა ამონაშვილი ტყუპების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
⭕იუპიტერი ლომში, ახალი შესაძლებლობების ციკლი უკვე დაიწყო: ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება