Digest Logo

„ძლიერი ტკივილები წელის არეში, პირველი 5 დღის განმავლობაში ქრება უკვალოდ, თუ გაითვალისწინებთ... " – ექიმის რჩევა

1790529120
წელის ტკივილი

ექიმი, ზურაბ მიქელაძე წელის არეში ძლიერ ტკივილებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში საუბრობს და გამოწერებს რეკომენდაციით მიმართავს.

„კლინიკა ენმედიცის რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში
ექიმი ამბობს, რომ ასეთ დროს არ უნდა მივიღოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ეგრეთ წოდებული ბლოკადები.

„უცაბედად განვითარებული, ელვასავით ძლიერი ტკივილები წელის არეში, დაახლოებით 80 პროცენტის შემთხვევაში, პირველი 5 დღის განმავლობაში ქრება უკვალოდ, თუ გაითვალისწინებთ ჩემს რეკომენდაციებს.

არ უნდა მიაყენოთ ტრავმა მტკივნეულ ადგილას, ანუ არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს გაწელვები, „ტურნიკზე“ ჩამოკიდება, მასაჟი, მანუალური თერაპია, არ უნდა დავიდოთ სითბო ან სიცივე წელის არეში და ზოგადად მტკივნეულ არეში. არ უნდა მივიღოთ ზედოზირებულად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ჰორმონალური პრეპარატები B 12 ჯგუფის ვიტამინები და ეგრეთ წოდებული ბლოკადები.

ახლა კი რა უნდა გავაკეთოთ: ამ დროს, მწვავე პერიოდში აუცილებელია სრული, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმშვიდე, წოლითი რეჟიმი, თუ პაციენტი ამას

შეძლებს, ხოლო ძლიერი ტკივილის დროს მიიღეთ ნიმესულიდის ჯგუფის პრეპარატები, შეგიძლიათ იბუპროფენიც და პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატი. ასევე ძალიან კარგია ტკივილის ადგილზე შეიზილოთ 5 პროცენტიანი დიკლოფენაკის გელი და თუ ყველა ამ წესს დაიცავთ, პირველადად განვითარებული ტკივილის დროს, მაშინ აღარ გართულდება თქვენი ხერხემლის პათოლოგია“, – ამბობს ექიმი. 

✕