გერმანიაში მოღვაწე ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში წერს, რეკომენდაციებს ავრცელებს ჯანმრთელობასთან, ფსიქიკასა და სექსუალობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კარგი სექსის ძირითადი წინაპირობა ღია და პირდაპირი კომუნიკაციაა პარტნიორთან, კონკრეტულად იმის შესახებ, რაც მოსწონს და რაც არა.
შელეგია აღნიშნავს, რომ ტვინის ჯანმრთელობას ხელს უწყობს მოწესრიგებული ძილი, ფიზიკური აქტივობა, ბოჭკოვანი საკვები, სტრესის მართვა და ხარისხიანი სოციალური კონტაქტები. ის ამახვილებს ყურადღებას ვიტამინებისა და დანამატების დოზირების სიფრთხილეზე – განსაკუთრებით A, D, E, K ვიტამინებისა, კალიუმისა და რკინის.
„კარგი სექსის პირველი წინაპირობა არის ღია, პირდაპირი კომუნიკაცია პარტნიორთან იმაზე, თუ რა მოგწონს ზუსტად და კონკრეტულად და რა - არა!
ტვინის მკვებავი არის მოწესრიგებული ძილი, ფიზიკური აქტივობა, ბოჭკოვანი საკვები, სტრესის მართვა, ხარისხიანი სოციალური კონტაქტები.
ვიტამინები და დანამატებიც შეიძლება გახდეს მავნე არასწორი დოზირებით. განსაკუთრებით A,D,E,K ვიტამინები, კალიუმი, რკინა.
სანამ ძვირ პრეპარატს შეიძენთ, იკითხეთ, არსებობს თუ არა უფრო იაფი ალტერნატივა, გენერიკი.
როგორც წესი, არსებობს ხოლმე.
კომპიუტერულ ტომოგრაფიას ნუ ხმარობთ რუტინულად, როგორც მაგალითად სისხლის ანალიზებს!
კატე დიდი დასხივების ხარჯზე ხდება!
უსაფრთხო ალტერნატივა დასხივების გარეშე არის ემერტე (MRT, MRI)
თუ მშობიარობის დიდი შიში გაქვთ, აუცილებლად ჩართეთ ფსიქოლოგი. ფსიქიკა აკონტროლებს ტკივილს!
მშობიარობისის შემდეგ ფსიქიკური ცვლილებები ძალიან ხშირია, არ შეგეშინდეთ! თუ გახანგრძლივდათ, მიმართეთ თამამად სპეციალისტს.
სეროტონინის თუ ლითიუმის გასინჯვა სისხლში არაფრის მთქმელია ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
ნუ გადაყრით ფულს!
შფოთვითი თუ პანიკური აშლილობის, აგორაფობიის და სხვა ფობიების დროს ნუ მიიღებთ მძიმე პრეპარატებს, როგორიცაა ანტიფსიქოზურები!
ეს ყველაფერი ფსიქოთერაპიით საკმაოდ უპრობლემოდ იკურნება, ხშირად წამლების გარეშე & ერთხელ და სამუდამოდ!
სიცივე ბევრი რაღაცისთვის კარგია, მათ შორის კალორიების დაწვისთვის.
დიეტით და შიმშილობით ვერ გახდებით ხანგრძლივ პერსპექტივაში, პირიქით!
უნდა იპოვოთ კვება, რომელიც გამყოფებთ კალორიულ დეფიციტში შიმშილობის გარეშე.
ქოლესტერინის დამწევის მიღება უფრო ეფექტურია საღამოს საათებში.
სიგარეტის მოწევა არის თვითმკვლელობა განვადებით!
ერექციის პრობლემები უმეტესწილად ფსიქოგენურია და არ საჭიროებს უროლოგიურ მკურნალობას და ნემსებს პენისში.
კორტიზონის პრეპარატების მიღება ხდება დილის 8 საათისკენ, როცა სხეული ისედაც გამოჰყოფს საკუთარ, ენდოგენურ კორტიზოლს.
ხშირი ეაკულაცია პროსტატის კიბოსგან გვიცავს.
ბავშვის სიცელქე არ არის დაავადება!
ტუალეტის ქაღალდი ძალიან არაჰიგიენური რამაა. წყალს ქაღალდი ვერ ჩაანაცვლებს.
სექსუალური სიამოვნების ერთერთი ყველაზე ინტენსიური წყარო მამაკაცებში არის პროსტატა“, - წერს ექიმი ლევან შელეგია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვამაყობ შენით...“ - სოფია კვინიკაძე იუბილარია, რამდენი წლის გახდა ბლოგერი?
🔵10 იანვრიდან 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი