
როგორ ჩავიფიქროთ ახალ წელს სურვილები სწორად? - ამის შესახებ ეზოტერიკოსი და ნუმეროლოგი ნინა სუსლოვა "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში გვიყვება.
„სურვილის ჩაფიქრებას რაც შეეხება, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად 00 საათს, როცა ფოიერვერკია, ბედნიერი ენერგიაა, როცა ყველა ბედნიერია - მაგ მომენტში ჩაფიქრებული სურვილი უფრო მარტივად ხდება იმიტომ, რომ ყველა გამოხატავს ამ დადებით ენერგიას.
წელს არ არის სასურველი (სურვილის ფურცელზე დაწერა და დაწვა) იმიტომ, რომ რადგან ხის წელი მოდის, არ არის სასურველი, რომ ცეცხლის ენერგიის გამოყენება მოხდეს და ეს ფურცელი შემდგომ დაიწვას. ხის მწვანე გველის წელი მოდის - ამ შემთხვევაში, ცეცხლი ხომ წვავს ხეს, ამიტომ არ არის სასურველი, რომ ამ შემთხვევაში დავწვათ. დავწეროთ და შევინახოთ. სურვილების მიმართულებით ცეცხლი არ არის სასურველი, სანთლების ანთება შეიძლება და არა ბევრი, ერთი სანთელი - გველს უყვარს მყუდრო გარემოს შექმნა, შეგვიძლია სიმყუდროვე შევქმნათ, ავანთოთ სანთელი სიმყუდროვის შემოტანისთვის, თუმცა არ უნდა იყოს ბევრი სანთელი.
უმჯობესია, წელს შევინახოთ დაწერილი სურვილები, ან ჩავიფიქროთ ზუსტად 00:00-ზე და ძალიან დიდი ალბათობა არის იმის, რომ ასრულდება - თუ სწორად ჩავიფიქრებთ, რეალურად, ენერგია ამის შესაძლებლობას გვაძლევს. სწორად, ანუ "მე მზად ვარ..." ამ ფორმით, ეს არის ჯადოსნური გასაღები და ძირითად შემთხვევაში, ვინც სწორად იფიქრებს, თითქმის ყველას უსრულდება, თუ მათი სურვილია და რეალურად უნდათ - ყველა ადამიანს უსრულდება,“ - ამბობს ნინა სუსლოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში საქართველოში? - განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით
⭕სურვილის ჩაფიქრების რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ