ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ღვთის მაძიებელი გულისათვის, სულზე უტკბესი უნდა იყოს ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება,
ასე უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენ — ყოველ მიახლებას წმიდა საიდუმლოებასთან საოცარი სიხარული უნდა შემოჰქონდეს ჩვენში,
და თუ არ შემოაქვს — ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს,
იმიტომ, რომ მაშინ სხვა რამე მოაქვს,
თუ ის სხვა რამე არ მოაქვს,
მაშინ კიდევ სხვა რამე მოაქვს — ღმერთის ადამიანთან ურთიერთობა უსასრულო სპექტრად იშლება,
ღმერთი იმას მომცემს, რაც მე მჭირდება,
მთავარია, გავაცნობიერო რა მინდა და რისთვის მოვედი, როგორც ქრისტიანი, დღეს,
თუნდაც ამ ტაძარში...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: