
როგორ ირღვევა პაციენტის უფლებები და რა პრობლემები აქვს ყველაზე ხშირად ამ კუთხით საზოგადოებას? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ იურისტმა ნინო ლიპარტიამ ისაუბრა:
„პაციენტთა უფლებებზე როცა ვიწყებთ საუბარს ბევრი კომპლექსური საკითხია. რა თმა უნდა პაციენტს აქვს უფლება - მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს დეტალური ამომწურავი ინფორმაცია, მისი დიაგნოზის, განსახორციელებელი ჩარევის, მოსალოდნელი შედეგისა და რეაბილიტაციის შესახებ. ამასთანავე პაციენტის უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით.
თუ პაციენტი არის შესაბამისი განათლებით და იცის სამედიცინო ტერმინები შესაძლოა მას განემარტოს ასევე ამ ენაზე, თუმცა როცა არის სხვა პროფესიის და არ აქვს ცოდნა აუცილებელია ექიმმა გასაგებ ენაზე აუხსნას - ეს არის სამედიცინო დაწესებულების უპირველესი ვალდებულება.
ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია ფინანსების შესახებ. თუ არ არის დაზუსტებული ფინანსები და მოსალოდნელია თანხის ზრდა, მაშინ ახსნილი უნდა იყოს დეტალურად პაციენტისთვის რა და რატომ ხდება. ეს ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს მიწოდებული გონივრული ვადის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ნინო ლიპარტიამ.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: