Digest Logo

🎥 რა როლს ასრულებენ ვიტამინები ჩვენს ჯანმრთელობაში და რომელ პრობლემებს იწვევს მათი ნაკლებობა ?! - ქეთი ასათიანის რჩევები

1741860332
ქეთი ასათიანი

ენდოკრინოლოგი და ტელეწამყვანი ქეთი ასათიანი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“  იმყოფებოდა, სადაც  D ვიტამინზე, ფოლიუმსა და B12-ზე ისაუბრა და განმარტა რა როლს ასრულებენ ისინი ჩვენ ცხოვრებაში:

„ის მოსაზრება, რომ „დ“ ვიტამინს აქვს სეზონური ხასიათი და უნდა გამოვიყენოთ ზამთრის პერიოდში რა თმა უნდა მცდარია. იმიტომ რომ თუ ადამიანს აქვს „დ“ ვიტამინის დეფიციტი მუდმივად უნდა შეივსოს. ვიდრე თავს დაგვატყდებოდა კორონა, 2017 წლიდან ჩვენი ქვეყანა გამოცხადებული იყო „დ“ ვიტამინის დეფიციტად და პანდემიად. მას უკვე მოიხსენიებენ ჰორმონად. ზუსტად იმ გავლენის გამო, რასაც ჩვენ ორგანიზმზე ახდენს. „დ“ ვიტამინი აცოცხლებს ორგანიზმს. გავლენა აქვს ძვლებზე და გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც. მრავალი ფორმით და სახით არის წარმოდგენილი „დ“ ვიტამინი. ეს გამოსავალი არ არის ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრება. სამწუხაროდ ყველა ასაკობრივ ჯგუფს სჭირდება. მაჩვენებელი ორგანიზმში უნდა იყოს 30 ნანოგრამამდე. 25 შეიძლება ჩაითვალოს ნორმად. ახლა ნებისმიერი ლაბორატორია საზღვრავს საკმაოდ კარგად მის რაოდენობას“, - აღნიშნა ქეთი ასათიანმა.

უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ ლანძღავთ ამერიკის ადმინისტრაციას, თქვენ ტრა*ებს მიხედეთ“ - ია ფარულავა დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს პასუხობს

🎥 „თუ რაღაც მოგვდის ეს არის სიგნალები, რომ სადღაც არასწორად მივდივართ...“ - თამარ აქუბარდიას ასტროპროგნოზი

⭕14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება