Digest Logo

„ეს დიაგნოზი არასწორია, უნებისყოფობა არაფერ შუაშია - მარცხის მთავარი მიზეზი სტრატეგიის არარსებობაა“ - რას წერს ნატა გაგუა

1768931543
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ სხეულის წონა არ იკლებს ემოციებით,  არამედ სისტემით:

„შეწყვიტე დიეტის დაწყება ორშაბათს.

პრობლემა შენში არ არის - პრობლემა სტრატეგიაშია.

ორშაბათს იწყებ. ოთხშაბათს ამთავრებ და მერე საკუთარ თავს ადანაშაულებ:

„მე არ მაქვს ნებისყოფა“.

პირდაპირ გეტყვი: ეს დიაგნოზი არასწორია. უნებისყოფობა აქ არაფერ შუაშია. მარცხის მთავარი მიზეზი სტრატეგიის არარსებობაა.

სხეულის წონა არ იკლებს ემოციებით. წონა იკლებს სისტემით. წარმოიდგინე, რომ შენი სხეული არის პროექტი.
არც ერთი პროფესიონალი არ იწყებს პროექტს ფრაზით:

„უბრალოდ მინდა შედეგი“.

ის იწყებს კითხვით: სად მივდივარ და რა ნაბიჯებით?

ეს არის პირველი ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც ბევრი უშვებს:

მოყვარულებს სურვილები აქვთ.

პროფესიონალებს - მიზნები.

„მინდა დავიკლო“ - ეს სურვილია და არა გეგმა.

„მინდა დავიკლო 8 კგ ცხიმის ხარჯზე 3 თვეში“- ეს უკვე მიმართულებაა.

რატომ არ ამართლებს დიეტების უმრავლესობა? იმიტომ, რომ ადამიანი ხედავს მხოლოდ საბოლოო შედეგს,
მაგრამ არ აქვს შუალედური ნაბიჯები, რომლებიც მის კონტროლშია.

საბოლოო მიზანი გაძლევს მოტივაციას. შუალედური მიზნები გაძლევს სტაბილურობას.

მაგალითი:

• არა - „დავიკლებ წონაში“
• კი - „კვირაში 3-ჯერ 20 წუთი ვივლი სწრაფად“

ეს არის განსხვავება იმედსა და სისტემას შორის და ახლა მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას:

შენ ვერ შეცვლი იმას, რასაც არ აკვირდები ობიექტურად.

არ თქვა: „ზარმაცი ვარ და ცუდად ვიკვებები“.

ეს შეფასებაა, რომელიც მხოლოდ დანაშაულის გრძნობას აძლიერებს. თქვი ფაქტი:

„3 დღეში 5-ჯერ ვჭამე ნამცხვარი დისტრესის ფონზე“.

ეს არ არის განაჩენი. ეს არის მონაცემი და მონაცემებთან მუშაობა შესაძლებელია.

სწორედ აქ იწყება რეალური კონტროლი - არა აკრძალვებით, არამედ ცნობიერებით.

შემდეგ ნაწილში გაჩვენებ, როგორ გათავისუფლდე „შემზღუდველი რწმენების“ ჩარჩოსგან და რატომ არსებობს გამოსავალი იქაც კი, სადაც დღეს მხოლოდ ჩიხს ხედავ“, - წერს ნატა გაგუა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ადამიანი, რომელსაც აქვს კოლექტიური გავლენა, აუცილებლად უნდა იცნობდეს საკუთარ ტრავმას, ხედავდეს თავის მანიპულაციურ მექანიზმებს“ - ლამზირა ხაჭაპურიძე

🎥 3 რამ, რასაც აკეთებ და ვერც ხვდები, რომ ამით საკუთარ თავს აზიანებ - ნინი ჭაჭიას რეკომენდაციები

„ქალი არ არის უბრალოდ ფორმა - ის ენერგიაა, რომელიც ქმნის სივრცეს, ველს, სიხშირეს და ვიბრაციას…“ - რას წერს თამარ კვარაცხელია