Digest Logo

„ქალი არ არის უბრალოდ ფორმა - ის ენერგიაა, რომელიც ქმნის სივრცეს, ველს, სიხშირეს და ვიბრაციას…“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

1768924947
თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ დროა ქალმა დაიბრუნოს ის ძალა, რომელიც ოდესღაც დათმო.

მისი თქმით, ქალი არ არის უბრალოდ ფორმა - ის ენერგიაა, რომელიც ქმნის სივრცეს, ველს, სიხშირეს და ვიბრაციას:

„ღვთიური ქალი - კაცობრიობის აღზევების გასაღები:

დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია ქალის დაბრუნება პირველ წყაროს ცნობიერებაში, რადგან მსოფლიოს წონასწორობა და ბალანსი სწორედ ქალს აბარია.

ჩვენ საუკუნეებია და ცივილიზაციებია თვალს ვადევნებთ რა ხდება, როცა მიმდინარეობს ქალის დაკნინება, დამცირება და მისი პირველადი, ბუნებრივი ძალის უარყოფა/ჩახშობა.

ჩვენ ბრმას უნდა ვგავდეთ, რომ ვერ დავინახოთ რა მოუტანა და რასთან მიიყვანა სამყაროში მასკულანური ენერგიის დომინირებამ - ომები, ტანჯვა, შეჯიბროები და გატოლებები...

მოხარული ვარ გაცნობოთ,  რომ დროა ქალმა დაიბრუნოს ის ძალა, რომელიც ოდესღაც დათმო — მშვიდად (თუ ძალადობით), უხმოდ (თუ ტკივილით)...

უმნიშვნელოვანესია ფემინური ძალის წამოწევა - ძალა, რომელიც არა ჩაგრავს, არამედ შთაგონებს.
არ ებრძვის, არამედ აცისკროვნებს.

ქალი არ არის უბრალოდ ფორმა - ის ენერგიაა. ენერგია, რომელიც ქმნის სივრცეს, ველს, სიხშირეს და ვიბრაციას…
რომელიც ქმნის სიცოცხლეს, სიყვარულს და კაცობრიობის მომავალს.

როგორც მასწავლებელი ქმნის თავის მოსწავლეებში, ასე ქმნის ქალი მამაკაცური საწყისის გავლით და
როცა ქალი, ერთიანდება საკუთარ ღვთიურ ბუნებასთან — ის ცეცხლოვან ძალას ასხივებს.

მაცოცხლებელ, ცხოველმყოფელ ძალას და ამ ძალით ის ამაღლებს კაცს, ოჯახს, სოციუმს, პლანეტას (გააჩნია შინაგან რესურსებს და სურვილს).

როცა ქალური (ფემინური) საწყისი, მისი ბუნებრიობა დავიწყებულია (ან დაკნინებულია), საზოგადოება კარგავს ღერძს და სულიერი უკმარისობა რეალობას ანგრევს.  ქალური ენერგია არ იბრძვის ძალაუფლებისთვის —
ის ქმნის სივრცეს სინათლისთვის.

მშვიდ ველს ქმნის ქმნისთვის (მამაკაცისთვის ). როცა ქალი იღვიძებს და უბრუნდება საწყისს — იღვიძებს მთელი პლანეტა და ბრუნდება შემოქმედში, რისკენაც თითოეული ცოცხალი არსი მიილტვის გაცნობიერებულად თუ არაცნობიერად“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთ-ერთი მყარი ფუნდამენტია იმისთვის, რომ ურთიერთობა გადარჩეს“ - რა ქმნის წყვილებში სექსუალურ პრობლემას და რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსები ურთიერთობაში

🎥 რატომ ხვდება განათლებული ადამიანი ტოქსიკურ ურთიერთობაში და როდის არის ღალატი „გამართლებული“? - ზაზა ქოიავას საინტერესო ინტერვიუ

🎥 საკმარისია თუ არა სიყვარული ურთიერთობის გადასარჩენად? - რაში ეხმარება ფსიქოთერაპია წყვილს, ზაზა ქოიავას გამოცდილება და რეკომენდაცია