Digest Logo

„ადამიანი, რომელსაც აქვს კოლექტიური გავლენა, აუცილებლად უნდა იცნობდეს საკუთარ ტრავმას, ხედავდეს თავის მანიპულაციურ მექანიზმებს“ - ლამზირა ხაჭაპურიძე

1768929555
ლამზირა ხაჭაპურიძე

„არც ერთ ადამიანს, რომელიც ეხება კოლექტიურ პროცესებს ხელისუფლებაში, მენეჯმენტში, განათლებაში, მედიაში, მედიცინაში, სამართალში - არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლების, გადაწყვეტილების ან გავლენის უფლება სერიოზული ფსიქოლოგიური შეფასების გარეშე....“, - ამის შესახებ ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხებიან ტკივილით, ურთიერთობები შენდება ირიბი მანიპულაციით:

„ახალი ეპოქის პასუხისმგებლობა — ფსიქოლოგიური ვარგისობა....

დღეს უკვე აშკარაა ერთი რამ: არც ერთ ადამიანს, რომელიც ეხება კოლექტიურ პროცესებს ხელისუფლებაში, მენეჯმენტში, განათლებაში, მედიაში, მედიცინაში, სამართალში — არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლების, გადაწყვეტილების ან გავლენის უფლება სერიოზული ფსიქოლოგიური შეფასების გარეშე....

რატომ?

იმიტომ, რომ: ტრავმირებული ფსიქიკა ძალაუფლებაში გადაიქცევა  მანიპულაციად, გაუცნობიერებელი შიში — კონტროლად, დაუმუშავებელი აგრესია — ძალადობად, პირადი კომპლექსები — კოლექტიურ ზიანად და ეს ხდება არა ბოროტი განზრახვით, არამედ გაუცნობიერებლად.

ტრავმირებული საზოგადოება მართავს ტრავმირებულ სისტემებს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც:

ადამიანები ერთმანეთს ეხებიან ტკივილით;

ურთიერთობები შენდება ირიბი მანიპულაციით.

კონფლიქტი აღიქმება როგორც ომი და არა როგორც სიგნალი და იშვიათად ვსვამთ მთავარ კითხვას:

რა ზიანი მომაქვს მე საკუთარ თავში დაუმუშავებელი მდგომარეობით სოციუმისთვის, სადაც მონაწილეობას ვიღებ?

სოციალური პასუხისმგებლობა იწყება შინაგანი არსიდან.. ადამიანი, რომელსაც აქვს კოლექტიური გავლენა,
აუცილებლად უნდა:

იცნობდეს საკუთარ ტრავმას;

ხედავდეს თავის მანიპულაციურ მექანიზმებს;

იცოდეს, როგორ რეაგირებს ძალაუფლებაზე;

ჰქონდეს შიდა ეთიკა და თვითრეფლექსია.

ეს არ არის შეზღუდვა. ეს არის საზოგადოების დაცვა....

ვინც ეხება კოლექტიურ ბედს, ვალდებულია ჯერ შეხვდეს საკუთარ ფსიქიკას....
პირველ ჯერზე ვგულისხმობ საკუთარ თავს ...

ბედნიერი მსახურება გაცნობიერებული ამბავია“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 3 რამ, რასაც აკეთებ და ვერც ხვდები, რომ ამით საკუთარ თავს აზიანებ - ნინი ჭაჭიას რეკომენდაციები

„ქალი არ არის უბრალოდ ფორმა - ის ენერგიაა, რომელიც ქმნის სივრცეს, ველს, სიხშირეს და ვიბრაციას…“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

🎥 „ერთ-ერთი მყარი ფუნდამენტია იმისთვის, რომ ურთიერთობა გადარჩეს“ - რა ქმნის წყვილებში სექსუალურ პრობლემას და რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსები ურთიერთობაში