Digest Logo

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა ბოჭკოსთვის თუ გაქვთ ყაბზობა“ - არუნ ხათრის რჩევები შეკრულობის დროს

1769863797
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ყაბზობის ანუ შეკრულობის შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს.

„ყაბზობა არის დაავადებების დედა.
ჩირი ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა ბოჭკოსთვის.

თუ გაქვთ ყაბზობა - მიირთვით ჩირი ქლიავი დილით
ის ბუნებრივად აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას
უჭერს მხარს ნაწლავების ჯანმრთელობას
და ნაზად ასუფთავებს ორგანიზმს

პატარა ჩვევა
დიდი შვება 

კარგი მონელება არის კარგი ჯანმრთელობის საფუძველი“, - წერს არუნ ხათრი.

ცნობისთვის, – ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენ დაასრულეთ რთული ეტაპი, გაიარეთ გაკვეთილები და ახლა დგახართ გამარჯვებული“ - 31 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრის დანა?

⭕რა არის ჩაკრა? - მარტივი გზამკვლევი შენს შინაგან ენერგიაში