Digest Logo

„ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ბუნებრივი საკვებია“- არუნ ხათრი ნივრის სასარგებლო თვისებებზე!

1768742336
 არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნივრის სასარგებლო თვისებაზე წერს.

„ნიორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საკვებია, რომელიც თითქმის ყველა სამზარეულოში გვხვდება საუკუნეების განმავლობაში მას იყენებდნენ ჯანმრთელობის შიდა მხარდაჭერისთვის.

ნიორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას იგი ამშვიდებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას გოგირდის ბუნებრივი ნაერთები განსაკუთრებით ალიცინი მხარს უჭერს გულის მუშაობას და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს.

იმუნური სისტემისთვის ნიორი აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას მას აქვს ანტიბაქტერიული ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები მისი რეგულარული გამოყენება ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან გამკლავებაში და ნაწლავის ბალანსის შენარჩუნებაში.

ნიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონელებაში იგი ასტიმულირებს მონელების ფერმენტებს აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას და ამცირებს მავნე ბაქტერიებს ნაწლავებში რაც სასარგებლოა შებერილობის გაზებისა და ნელი მონელების დროს.

მეტაბოლური თვალსაზრისით ნიორი ხელს უწყობს ინსულინის მგრძნობელობას მხარს უჭერს ღვიძლის მუშაობას და ამცირებს ქრონიკულ ანთებას.

საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ნიორი ახალი მსუბუქად დაქუცმაცებული და გამოყენებამდე ცოტა ხნით დაასვენეთ ზედმეტი ხარშვა მოერიდეთ“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში

⭕ვინ არ შეიძლება ავირჩიოთ ნათლიად და შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლობაზე - მოძღვრის განმარტება

⭕როდის სჯობს ნაძვის ხის აღება და მთავარი წესი მისი აღებისას - ეს უნდა იცოდეთ!