Digest Logo

„ეს ყველაფერი იმაზე ბევრად გავრცელებული და ხშირია, ვიდრე ჩანს ან გვგონია...“ - რას წერს ლევან შელეგია ფსიქიკაზე

1768833307
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ფსიქიკაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.

მისი თქმით, ფსიქიკა ყველაზე კომპლექსური ფუნქციონალური ორგანოა, რომელსაც მეცნიერების რამდენიმე დარგი: ბიოლოგია, ბიოქიმია, ქიმია, ფსიქოლოგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია იკვლევს:

„ლაკონიურად ფსიქიკაზე:

➡️ფსიქიკა ყველას გვაქვს

➡️ფსიქიკა ყველაზე კომპლექსური ფუნქციონალური ორგანოა

➡️შესაბამისად მასთან დაკავშირებული პრობლემები ისევე ბუნებრივია, როგორც მასთან დაკავშირებული არა პრობლემები

➡️ფსიქიკას იკვლევს მეცნიერების რამდენიმე დარგი: ბიოლოგია, ბიოქიმია, ქიმია, ფსიქოლოგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია...

➡️პირველ რიგში მაინც ფსიქოლოგია

➡️კბილები გვაქვს ყველას, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ორგანო. მასთან დაკავშირებული პრობლემები ბუნებრივია.

➡️კბილების სპეციალისტი კბილის ექიმია, იგივე სტომატოლოგი. მასთან მისვლა შეიძლება ზოგს ეშინოდეს, მაგრამ ვინმეს უტყდება? ვინმე მალავს?

➡️ჰოდა, რატოა პრობლემატური ფსიქიკური პრობლემების დროს, რომელიც ყველა ადამიანს აქვს რაღაც დოზით და ფორმით რაღაც ეტაპზე, ფსიქოლოგთან მისვლა? და იმაზე საუბარი, რომ ფსიქიკაში დახმარება გჭირდება?

➡️გადავიდეთ ნელ-ნელა 21-ე საუკუნეში და თვალი გავუსწოროთ რეალობას!

➡️ამოვყოთ თავი მითების, ჭორების, დეზინფორმაციის მავნე ჭაობიდან!

➡️როგორც ფეხი შეიძლება მოგვტყდეს და მოვხვდეთ ტრავმატოლოგთან, ისე შეიძლება მოგვტყდეს ფსიქიკა და დაგვჭირდეს ფსიქოტრავმატოლოგი

➡️დეპრესია, შფოთვა, შიშები, უძილობა... ეს ყველაფერი იმაზე ბევრად გავრცელებული და ხშირია, ვიდრე ჩანს ან გვგონია

➡️დაფიქრდი: შენი შვილი, მეუღლე, მეგობარი, მშობელი, და, ძმა ცუდადაა და ვერ გეუბნება ამას, იმიტომ რომ ჰგონია, რომ ვერ გაუგებ მის შიშს, დეპრესიას, უიმედობას...

➡️იგივე შენი უახლოესი ადამიანი ჩემი პაციენტია და შენ ამას ვერ გეუბნება, იმიტომ რომ რცხვენია, ეშინია, უყტდება, არ გაწუხებს, არ თვლის, რომ რამეს მოიტანს...

ფაქტობრივად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა, აქვს ან/და ექნება პრობლემები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. უბრალოდ თქვენ ეს არ იცით, რადგან: 1. ბევრს არ ეტყობა

2. ბევრი ამას მალავს

3. ბევრს ოსტატური ფასადი აქვს მორგებული

4. სტატისტიკა ყოველთვის იმაზე ცოტას აჩვენებს, ვიდრე ნამდვილად არის.

5. ზოგმა კი არც იცის, რომ ფსიქიკური პრობლემა აქვს. მე კი ჩემს გარშემო და იმის მიღმა სულ ყველა მესაუბრება თავის პრობლემებზე და შესაბამისად ვიცი, რომ ეს პრობლემები იმავენაირად გავრცელებულია, როგორც თავის ტკივილი, სურდო, ალერგია თუ გულძმარვა.

აუცილებლად უნდა დავამსხვრიოთ ფსიქიკასთან, ფსიქოლოგიასთან, ფსიქოთერაპიასთან, ფსიქიატრიასთან დაკავშირებული სტიგმა სხვანაირად დავიტანჯებით და დავტანჯავთ! შანელის ჩანთის ტარებას რა აზრი აქვს, თუ საცვალს არ/ვერ იცვლი?“, - წერს ლევან შელეგია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სადაც წყალი მთავრდება, იწყება არჩევანი - დაიბადო სინათლეში, შეიცვალო და დატოვო ნაპირზე ის, რაც სულს გიმძიმებს“ - ქეთევან ჯანდიერი ნათლისღებაზე

„წაიკითხეთ, დაფიქრდით... თავისი არსით ბევრად უფრო ახლოს დგას ქრისტიანულ რელიგიასთან“ - 19 იანვრის ასტროლოგიური განხილვა ხათუნა ნოელისგან

🎥 „გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს“ - ექსპრომტად ამღერებული ნუცა შანშიაშვილი