Digest Logo

„ესაუბრეთ შვილებს მოახლოებულ ჯადოსნურ დღესასწაულზე, როგორ ემზადებოდით თქვენს მშობლებთან ერთად“ - რას გვირჩევს ფსიქოლოგი

1765653691
ახალი წელი

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში მშობლებს სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს. 

იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შვილებს მოახლოებულ დღესასწაულზე ესაუბრონ და გაიხსენონ, თავად როგორ ემზადებოდნენ მშობლებთან ერთად ჯადოსნური დღისთვის:

„ესაუბრეთ შვილებს მოახლოებულ ჯადოსნურ დღესასწაულზე. იმაზე, თუ როგორ ელოდებოდით ბავშვობაში ახალ წელს, როგორ ემზადებოდით თქვენს მშობლებთან ერთად. ზოგადად, გაუზიარეთ თქვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებები და ემოციები...

გადადეთ საქმეები, რომელიც არასდროს გელევათ და საღამო დაუთმეთ შვილებს...

ცხელს კაკაოს და მარშმელოუს ან ერთად მომზადებულ ორცხობილებს რომ შეექცევით შვილებთან ერთად, ეს წუთებია ჯადოსნური...

ემოცია, აი რა ამახსოვრდება ბავშვს ყველაზე უკეთ, იზრუნეთ დადებით განწყობაზე ...

შინ გატარებული დრო და ემოცია ყველაზე ნამდვილი, წრფელი და ჯადოსნურია...“, - წერს ნანა ფიფია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კბილების ხელახალი ზრდა რეალობა ხდება! სამხრეთ კორეელი მეცნიერების რევოლუციური გარღვევა...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა რაშოიანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლისთვისაც 13 დეკემბრის შემდეგ ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება

გია და მანუ მურღულიების უცნობი ფოტო არქივიდან - „როდის იყო, ნამდვილი სიყვარული სადმე მიდიოდა?!“