Digest Logo

🎥 „ფული ჩემთან ბრუნდება“ – რა პრაქტიკას უზიარებს გამომწერებს თაკო მელიქიშვილი

1795886460
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიითაა დაინტერესებული, სოციალურ ქსელში გამომწერებს დეკემბერში ქვითრების დაწვის სიმბოლურ რიტუალს უზიარებს.

მისი თქმით, სალაროსთან ქვითრის დატოვება არ ღირს და მათი შეგროვება და კონკრეტულ დღეებსა და საათებში დაწვა დახარჯული ფულის სხვადასხვა გზით უკან დაბრუნებას უწყობს ხელს - მელიქიშვილი ასახელებს დეკემბრის ზუსტ თარიღებსაც.

„🔥 დეკემბერში ქვითრებს ვწვავთ თუ არ იცით, რისთვის კეთდება — შეგახსენებთ:

მაღაზიებში ყიდვისას ფულს ვხარჯავთ და სანაცვლოდ ნივთსა და ქვითარს ვიღებთ. ქვითარი სალაროსთან არ დატოვოთ — სიმბოლურად იქ თქვენს ფულს ტოვებთ.

შეაგროვეთ ქვითრები ყოველდღე და შესაბამის დღეებში დაწვით. სურვილით გაუშვით კვამლში ფიქრი, რომ დახარჯული ფული დაგიბრუნდებათ.

ამბობენ, რომ ის შეიძლება მოულოდნელი გზებით დაბრუნდეს: ხელფასის მომატებით, პრემიით, ძვირფასი საჩუქრით ან ძველი ვალის დაბრუნებით. დეკემბრის დღეები:

📅 2 დეკემბერი, 18:04-დან — 3 დეკემბერი, 18:20-მდე

📅 20 დეკემბერი, 11:57-დან — 13:57-მდე

📅 24 დეკემბერი, 15:30-დან — 25 დეკემბერი, 15:39-მდე დრო ადგილობრივია.

ქვითრები დაწვამდე საფულეში არ შეინახოთ — სხვა ადგილი მიუჩინეთ. დაწვისას თქვით: „ფული ჩემთან ბრუნდება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სრულდება თქვენი ტკივილი“ – ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც გოგა მანიას თქმით, 2027 წელს დიდი ფინანსური წარმატება ელოდება

⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში

⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“

✕