
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - გადააგდეთ ეს 4 ტოქსიკური ნივთი სამზარეულოდან და აღნიშნული ნივთების შესახებ საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
„ეს არის დაფა ე.წ. დოსკა, სადაც ჭრით ხორცს ამ შემთხვევაში საშიშია უფრო პლასტმასის დაფა, უკეთესია შუშის ან ბამბუკის დაფები.
ტაფა, რომელიც ვიზუალურად ლამაზია, თუმცა როცა მას აქვს ხაზები, ეს უკვე გადასდგებია. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ხის კოვზი, რომელიც არ დააზიანებს ტაფას.
მესამე არის ალუმინის შესაფუთი ქაღალდი, რომელსაც იყენებენ საჭმლის გასაცხელებლად.
რაფინირებული თეთრი ზეთი, აქ ზედმეტი არის ომეგა 6, რომელიც ანთების პროცესს იწვევს ჩვენ ორგანიზმში, იწვევს ქოლესტერინს, გულის პრობლემებს.
აღნიშნული ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კარაქით, ერბოთი, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთით, ღორის ქონი“, - ამბობს არუნ ხათრი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
⭕გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ბარსელონაში ისვენებენ - ფოტოები