Digest Logo

🎥 „გაგიკვირდებათ და ყველა ომეგა 3 ერთნაირი არ არის, განახვებთ როგორ ავარჩიოთ უვნებელი და ეფექტური საკვები დანამატი“ - ირაკლი არაბულის ვიდეომიმართვა

1760624914
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც  ომეგა 3-ზე საუბრობს და გვასწავლის, როგორ ავარჩიოთ საკვები დანამატი სწორად ისე, რომ იყოს უვნებელი და ეფექტური.

გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ამბობს, რომ ომეგა 3-ს ეფექტი მხოლოდ რეგულარული მიღების დროს აქვს:

„გაგიკვირდებათ და ყველა ომეგა 3 ერთნაირი არ არის, განახვებთ როგორ ავარჩიოთ უვნებელი და ეფექტური საკვები დანამატი, რომელიც მართლა ეხმარება ჩვენს ტვინს, გულს და იმუნიტეტს. 

პირველ რიგში შემადგენლობა - მნიშვნელოვანია, DHA და ცხიმოვანი მჟავები. რაც უფრო მაღალია მათი კონცენტრაცია, მით უფრო ეფექტურია პროდუქტი. 

სისუფთავე და უვნებლობა პროდუქტში - მინიმალური ტოქსინები, მძიმე მეტალები. 

ომეგა 3 არ არის წამალი, ის საკვები ნივთიერებაა და ეფექტი მხოლოდ რეგულარული მიღების დროს აქვს. მისი მახასიათებელია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, გულის და ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება“, - ამბობს ირაკლი არაბული.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმედგაცრუება, ზედმეტი მოლოდინები, ეჭვები, შფოთვები“ - მარიამ შუკაკიძე ახალმთვარეობასა და ასტროლოგიურ ასპექტებზე

🎥 „ჭამას, სიარულს და დალევას მოუმატა“ - ახალი ცნობები ლილიანას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„რამდენიმე ოჯახი დამენგრა და ალბათ, იმ პერიოდში ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებოდა“ - რას ჰყვება გიორგი წერეთელი