Digest Logo

„გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია! ხომ იცი, შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ!“ - მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები, რას წერს გიორგი კეკელიძე?

1720613520
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აქვეყნებს იმ ფრაზების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებაც მძიმე დეპრესიის დროს უნდა აიკრძალოს.

„მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები:

,,გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია!"

,,თავი ხელში აიყვანე!"

,,თავს შემოუძახე!"

,,ნახე, გარეთ რა კარგი ამინდია!"

,,მოიხოდე, შე ჩემა!"

,,ნუ ზარმაცობ, წამომყევი, ცოტა ვივარჯიშოთ!"

,,მგონი მოგწონს ასე ყოფნა!"

,,შენ რა გჭირს სადეპრესიო, აბა, გივიმ რა თქვას?"

,,ცოლი (ქმარი) და ერთი შვილი რას დაგხატავდა ახლა, სულ დაგავიწყებდა ყველაფერს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა  ჯიუტი ხარ."

,,ხომ იცი, შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ!"

,,სარკესთან დადექი და შენს თავს ელაპარაკე!"

,,დეპრესია - შმეპრესია!"

,,დეპრესიონერა!"

მესმის, რომ ჩვენი ცოდნა და განწყობა ცუდ ინერციას გულისხმობს და დიდწილად ,,ავლიპა, ავლიპას!" შეძახილს ეფუძნება, მაგრამ იცოდეთ, რომ მენტალური პრობლემები არის ფსიქიკური, ბიოქიმიური დარღვევების კომბინაცია, რომელიც მეთოდური და კომბინაციური ხერხებით იკურნება.

,,ვარჯიში და ჩქარი ტაში" კარგია, გადამწყვეტია რეფლექსიაც და ჩართულობაც, უბრალოდ ეს ყველაფერი მძიმე ფაზის გადალახვის მერე. მანამდე შეუძლებელია“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 წვეულება ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები - კადრები ლევან კობიაშვილის დაბადების დღიდან

⭕„წითელი შენი ფერია“ - ევა ბარბაქაძე საფრანგეთიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕  „ეს არის ჩემი აღსარება... არის წუთები, ყველაფრის აღიარების, ხოდა მეც მინდა ზოგიერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ“ - რას წერდა ქეთევან კიკნაძე