სქროლვის საფრთხეები და უარყოფითი ტოქსიკური ამბების კითხვა - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრეს.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გაღვიძებისთანავე არავითარ შემთხვევაში არ ავიღოთ მობილური ტელეფონი ხელში, რომ დილიდანვე არ გავაღვივოთ სტრესის ჰორმონი, არ მივიტანოთ გაჯეტები მაგიდასთან და პარალელურად არ ვათვალიეროთ სიახლეები.
სასურველია დღის განმავლობაში დრო გამოვყოთ ჩვენი თავისთვის ყოველგვარი გაჯეტის გარეშე, ასევე უარი ვთქვათ ხმოვან შეტყობინებაზე, რომელიც ყველა სიახლეს დაუყოვნებლივ გვატყობინებს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ თავისუფალ დროს აუცილებლად ჩავერთოთ ფიზიკურ აქტიურობაში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ: