ჟასმინი ცნობილია არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელით, არამედ სამკურნალო თვისებებითაც, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტრადიციულ მედიცინაში, განსაკუთრებით აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
ჟასმინის ყვავილებსა და ეთერზეთს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ისინი ხშირად გამოიყენება სტრესის, შფოთვისა და უძილობის შესამსუბუქებლად. ჟასმინის არომატი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხელს უწყობს ემოციური ბალანსის აღდგენას. ჟასმინს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს. მისი ნაყენი ან ზეთი გამოიყენება კანის მცირე დაზიანებების, გაღიზიანებისა და ანთებითი პროცესების დროს. ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და აუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას. ტრადიციულ მედიცინაში ჟასმინი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად. მიიჩნევა, რომ ის ამცირებს სპაზმებს, აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს მონელების პროცესს. ასევე, აღსანიშნავია ჟასმინის ანტიოქსიდანტური მოქმედება, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს და ზოგადად აძლიერებს იმუნურ სისტემას.
1. ჟასმინის ჩაი ნერვული დაძაბულობისა და უძილობისთვის – 1 ჩაის კოვზი გამხმარი ჟასმინის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 10–15 წუთით. გადაწურეთ და დალიეთ საღამოს, ძილის წინ. ჩაი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
2. ჟასმინის ნაყენი საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად – 1 სადილის კოვზი ჟასმინის ყვავილს დაასხით 250 მილილიტრი ცხელი წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ დღეში 1–2-ჯერ. ნაყენი ამცირებს კუჭის სპაზმებს და აუმჯობესებს მონელებას.
3. ჟასმინის ზეთი კანისთვის (გარეგანი გამოყენებისთვის) – ახალი ჟასმინის ყვავილები მოათავსეთ სუფთა მინის ქილაში და დაასხით ზეითუნის ან ნუშის ზეთი ისე, რომ მთლიანად დაფაროს. დააყენეთ ბნელ და თბილ ადგილას 2-3 კვირის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიღებული ზეთი გამოიყენება კანის გაღიზიანების, სიმშრალისა და მცირე ჭრილობების დროს.
4. ჟასმინის ორთქლის აბაზანა სასუნთქი გზებისთვის – 2 სადილის კოვზ ჟასმინის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. თავი დაიფარეთ პირსახოცით და შეისუნთქეთ ორთქლი 5-10 წუთის განმავლობაში. პროცედურა ამშვიდებს, ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს სუნთქვას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით...“ - როდის შევიჭრათ თმა მთვარის კალენდრის მიხედვით?
⭕„ასე იქმნება ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია, სხვაობა 9 წელი“ - მერსი სულხანიშვილის Before/After-ი
წყარო: tbiliselebi.ge