ცნობილი ფაქტია, რომ მთვარის დღეები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, წარმატებაზე და სილამაზეზე. ამიტომ სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით სწორად იქნეს შერჩეული დღე, როცა ყველაზე ხელსაყრელია თმის შეჭრა, შეღებვა ან თმაზე სხვა მანიპულაცია.
ფენშუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი თებერვლის სარფიანი თმის შეჭრის დღეებს ასახელებს:
„თებერვლის სარფიანი თმის შეჭრის დღეები:
12, 24 თებერვალი
ასეთ დღეებში თმის თუნდაც 1-2 სანტიმეტრით შეჭრით ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით.
კარგია განსაკუთრებული მანტრების და აფირმაციების წაკითხვა კეთილდღეობასა და აყვავებაზე. ეს ყველაფერი ფულად თმის შეჭრას უფრო ეფექტურს და მიზანმიმართულს გახდის.
მანტრა:
ომ შრი განეშაია ნამაჰ.
ასევე თქვენი საყვარელი აფირმაციები, ან ასეთი:
ჩემი შემოსავალი მუდმივად იზრდება!
მე ყოველთვის მაქვს ფული!
მე ადვილად და სიხარულით ვიღებ ფულს!
გვახსოვს, რომ საკუთარი ხელით თმას არ ვიჭრით!“, - წერს თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასე იქმნება ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია, სხვაობა 9 წელი“ - მერსი სულხანიშვილის Before/After-ი
⭕„რაც გინდა ლამაზი იყოს, მხოლოდ ყვავილს ნუ ხედავ - ფესვებიც დაინახე“ - რას წერს გია მურღულია
⭕„თუ მართლა გინდა გაიგო, თუ ვინ ხარ რეალურად, მაშინ...“ - რას გირჩევთ ლევან მათითაშვილი