Digest Logo

🎥 გასახდომი ჩაი და აბები - რა საფრთხეს შეიცავს ცხიმის დამწველი პრეპარატები

1710313184
ზაზა თელია

ბოლო დროს არაერთი შემთხვევა გამოიკვეთა, როცა გასახდომმა ჩაიმ ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები გამოიწვია.

აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს.

მისი თქმით, საკვები დანამატები და გასახდომი საშუალებები, რომლებიც აქტიურად იყიდება მსოფლიოში, საერთაშორისო დონეზე შემოწმებული არ არის. შესაბამისად შემადგენლობაში ჩამოთვლილი პროდუქტების არსებობაც გაურკვეველია.

„მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მწარმოებლები გამუდმებით ამბობენ, რომ თავიანთი პროდუქტი გასახდომ საშუალებად გამოიყენება, თუმცა აღნიშნულის დამტკიცება შეუძლებელია. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი პროდუქტი „ჩიტოზანი“. ანოტაციაში წერია, რომ ის წონის კლებისთვის გამოიყენება, მის შემადგენლობაში კი დიდი დოზით არის შაქარი. ზოგადად არც ერთი ტიპის ასეთი პროდუქტი არ უნდა მიიღოს ადამიანმა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც აქვს ალერგიული ფონი. ეს საშუალებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორგანიზმში“,- ამბობს ზაზა თელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕13 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ