
წლებია, რაც მსოფლიოში ვარსკვლავებს შორის მუდამ მიმდინარეობს შეჯიბრი, ვინ უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი გამომწერი და ვინ გახდება „ინსტაგრამის“ ვარსკვლავი. მონაცემები ძალიან სწრაფად იცვლება, ხოლო ერთი პატარა შეცდომის გამოც კი შესაძლოა, ცნობილ სახეს ერთ საათში უამრავი გამომწერი მოაკლდეს.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ინფლუენსერობა შემოსავლის წყაროდ იქცა და ყველა ცდილობს, ჰყავდეს ბევრი გამომწერი, რათა გაზარდოს შემოსავალი.
საქართველოს „ინსტაგრამის“ ვარსკვლავების ხუთეული ასე გამოიყურება: ეს ადამიანები ინფლუენსერობის გარდა არც იქამდე განიცდიდნენ ცნობადობის ნაკლებობას - ნახეთ, როგორ გამოიყურება ეს სია:
ანუკი არეშიძე
ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიზაინერს, ანუკი არეშიძეს ინსტაგრამზე 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ანუკი გამომწერებს ძირითადად მოგზაურობის, თავის მოვლის და ოჯახურ კადრებს უზიარებს.
შორენა ბეგაშვილი
მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი, ასევე, 1.6 მილიონი გამომწერით ლიდერობს. იგი ხშირად ექცევა ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში.
ბოლო პერიოდია ბევრს მოგზაურობს, რჩეულთან ერთად და გამომწერებს მუდმივად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასევე მის „ინსტაგრამზე“ ხშირად ნახავთ ძვირფასი საჩუქრის კადრებსაც, რომლითაც საყვარელი მამაკაცი ანებივრებს.
თიკა ფაცაცია
მხიარული და მშვენიერი თიკა ფაცაცია, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს საზოგადოებაში, სოციალურ ქსელშიც იგრძნობა ეს ყველაფერი.
იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მას 230 ათასი გამომწერი ჰყავს.
ხვიჩა კვარაცხელია
გამომწერების რეიტინგების სათავეში კი ლიდერობს ყველასთვის საყვარელი და საამაყო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც 4.7 M (მილიონი) გამომწერი ჰყავს.
ლაშა ბექაური
ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
იგი პოპულარულია ახალგაზრდა გოგოებში და ინსტაგრამზე 377 ათასი გამომწერი ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ სამყაროში ფული კი არა, მოგონებები შეაგროვეთ“ - ხატია სიჭინავა