Digest Logo

„გასათხოვარმა გოგომ საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული უნდა ჩადოს“ - 9 რჩევა ფულის მოსაზიდად

1787153640
საფულეში ფული

ეზოტერიკოსები იმისთვის, რომ საფულე მუდამ ბარაქით სავსე გქონდეთ, რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:

1. ფულის მოსაზიდად სასურველია მოქარგული ან მძივებით გაწყობილი საფულე. უმჯობესია, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, რადგან ეს ფერები სიმდიდრის სიმბოლოა. ასევე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განყოფილებები – ხურდა ფულის, ქაღალდის კუპიურების, საბუთების, საბანკო ბარათებისა და სავიზიტო ბარათების შესანახად;

2. არ გირჩევთ ხელოვნური მასალის საფულის ტარებას, რადგან ის არანაირ ენერგიას არ ატარებს და თავისი ხელოვნურობით კი ბუნებრივი ენერგიების მოზიდვას აფერხებს. ყველაზე კარგია ბუნებრივი ქსოვილის ან ტყავის საფულე;

3. ატარეთ შავი, ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი საფულე. ყველა ჩამოთვლილი ფერის საფულე წარმატებების მომტანია ეზოტერიკაში;

4. საფულეში აუცილებლად უნდა გედოთ ერთ თეთრიანი მონეტა, ერთლარიანი, ერთ დოლარიანი ან ერთ -ევროიანი კუპიურები. ანუ, ისეთი ფული, რომელშიც ერთი ფიგურირებს;

5. საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი. სასურველია, ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის, დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებად. თუ თქვენს საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, კოსმოსი იშვიათად გამოგიგზავნით ამგვარ კუპიურებს;

6. აუცილებლად იქონიეთ რესპექტაბელური ვიზუალის მქონე საფულე. ბავშვური ნახატებით ან აპლიკაციებით გაფორმებული, „არასერიოზული“ საფულე დიდ ფინანსებს ვერ მოგიტანთ;

7. არსებობს ფულის მოსაზიდი ჩინური ამულეტი, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. მართალია ამგვარი, ამულეტის ყიდვა, გამზადებული სახით, ეზოტერიკულ მაღაზიებშიც შეიძლება, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ და ფულთან ერთად საფულით ატაროთ;

8. კარგია, თუკი საფულით ატარებთ ერთდოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ აქტიურად მოიზიდოს „თანამოძმეები“;

9. გასათხოვარმა გოგონამ კი საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული უნდა ჩადოს. ასე უფრო საინტერესო ხდება საპირისპირო სქესისათვის, რადგან მისგან დადებითი ენერგია გაორმაგებულად იფრქვევა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕აირჩიე ფოტო და გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

⭕რიტუალი, რომელიც ძილის წინ უნდა ჩაატაროთ - რა რჩევებს გვიზიარებს თამუნა იოსელიანი?

⭕ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი