Digest Logo

„გაუგებრობას, როგორც წესი, იწვევს ცოდნის ნაკლებობა...“ - რომელი ვაქცინა შეიძლება, ან არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის და ორსულებისთვის?

1702306911
არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია, სოციალურ ქსელ ფეისბუკის გვერდზე - „პირველადი დახმარების ცენტრი“ ვაქცინებთან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებს და წერს, თუ რომელი ვაქცინა შეიძლება ან არ შეიძლება ორსული და მეძუძური დედებისთვის.

„თითქმის ყოველ წელს ისმის ერთი და იგივე შეკითხვები ვაქცინებთან დაკავშირებით - რომელი ვაქცინა შეიძლება, ან არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის და ორსულებისთვის?

გაუგებრობას, როგორც წესი, იწვევს არასწორი რეკომენდაციები, რომლებიც, თავის მხრივ, ცოდნის ნაკლებობით არის გამოწვეული.

გთავაზობთ იმ ვაქცინების ნუსხას, რომლებიც რეკომენდებულია, ან არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის და ორსულებისთვის.

მეძუძური დედებისთვის არ გამოიყენება შემდეგი ვაქცინები:

ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

მეძუძური დედებისთვის შეიძლება შემდეგი ვაქცინების გამოყენება:

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა; ა ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა; ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა; გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა; ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა; ბე ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა; დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინა.

ორსულებისთვის არ გამოიყენება შემდეგი ვაქცინები: 

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა;
 ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

ორსულებისთვის შეიძლება შემდეგი ვაქცინების გამოყენება:

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა; ა ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა (რისკების გათვალისწინებით); გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (ინაქტივირებული); ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა; ბე ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა (რისკების გათვალისწინებით); დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინა.

რიგ შემთხვევებში, ვაქცინები რომლებიც ზოგადად არ გამოიყენება ამ მდგომარეობის დროს, შესაძლოა გაკეთდეს რისკების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალური შემთხვევების განხილვით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩამონათვალი სრული არ არის, შევარჩიეთ ის ვაქცინები, რომლებიც უფრო გავრცელებულია საქართველოში. 

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს მედიკოსი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია...“ - რას წერს იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი?

🎥 მოგზაურობა დროში - ძველი ტრადიციები, რომლებიც საოჯახო დღესასწაულებს უკავშირდება

🔵 „ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ“ - ნინი შერმადინი იუბილარია