Digest Logo

„სტადიონზე რაღაცამ ბოლოს ისე იქუხა, მეგონა რომელიღაც ტრიბუნა ჩამოინგრა“ - რას წერს ნინა მამუკაძე-სორდინი კვარაზე

1701753813
ნინა  მამუკაძენინა  მამუკაძე

იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ნაპოლი-ატალანტას“ თამაშზე გატანილ გოლს ეხმაურება, რის შედეგად ხვიჩას გადაეცა პრიზი, როგორც სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს.

„ამ ისტორიულ მომენტში, ნაპოლი-ატალანტას მატჩზე მარადონაზე, ჟურნალისტთა ტრიბუნაზე ვიყავი. მატჩის რაღაც მონაკვეთში, სტადიონი განსაკუთრებულად აგუგუნდა და ბოლოს ისე იქუხა, მეგონა რომელიღაც ტრიბუნა ჩამოინგრა.

კვარამ, მოწინააღმდეგის ფაქტობრივად მთელი შემადგენლობა, საოცარი დრიბლინგით “განდაგანა” აცეკვა და ულამაზესად დააგვირგვინა.

წამში გავაცნობიერე, რომ რაღაც არაჩვეულებრივის მოწმე გავხდი.

არანორმალურად მომინდა იმ გოლის განმეორებით ნახვა იქვე, მაგრამ მარადონაზე ამის საშუალება არ არის.

ეს არის გოლი, რომელსაც ისტერიულად ვუყურებ, სადაც არ უნდა შემხვდეს… არასდროს მომწყინდება.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ლუჩანო სპალეტის ამ გოლის შეფასება ვთხოვე. სწორედ მაშინ თქვა სპალეტიმ ის ცნობილი ფრაზა - “ეს არის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია შევაწუხოთ ყველაზე დიდიც კი (მარადონა), ეს იყო მარადონასეული გოლი.”

ხვიჩა კვარაცხელიას “Gran gala calcio”-ს დაჯილდოებაზე გადაეცა პრიზი, როგორც სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს, ატალანტას კარში გატანილი გოლის გამო“, - წერს მამუკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„იყავით ფრთხილად და ყურადღებით, წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გეწყებათ“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

🎥 „თუ რამე მტკივა მერე ვეღარაფერს ვაკეთებ ხოლმე, ვითიშები. მთელი ყურადღება ტკივილზე გადამაქვს“ - თედო ბექაურის ემოციური ეთერი

🔵„მანდილოსნები ხდებიან ეჭვიანები“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე