Digest Logo

„გეუბნები, რომ კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაჰბარდეს...“ - რას წერს ნატა გაგუა

1761119689
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში წერს, რომ  კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. 

მისი თქმით, როცა მთელ ყურადღებას საკვების გემოს, ტექსტურას და არომატს უთმობ, შენი სხეული ბუნებრივად რეგულირდება და დღეში 300-400 კალორიით ნაკლებს იღებ:

„შეწყვიტე კალორიების თვლა!

დიახ, სწორად გაიგე. გეუბნები, რომ კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. შენი ტვინი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ნებისმიერი აპლიკაცია.

საიდუმლო „გონებით კვებაშია“.

კვლევები ადასტურებს: როცა მთელ ყურადღებას საკვების გემოს, ტექსტურას და არომატს უთმობ, შენი სხეული ბუნებრივად რეგულირდება და დღეში 300-400 კალორიით ნაკლებს იღებ!  

როგორ მუშაობს?

• ნელი კვება ამცირებს „შიმშილის ჰორმონ“ გრელინს (Ghrelin).
• ტვინი ასწრებს მიიღოს სიგნალი „სიმაძღრის ჰორმონ“ ლეპტინისგან (Leptin), რომელიც გეუბნება: „გეყო, დანაყრდი!“

შენი ტვინი და არა კალკულატორი — აი, რა გაკლებინებს წონაში.

დაწერე კომენტარებში, რომელია შენი საყვარელი საკვები, რომელსაც დღეიდან „გონებით” მიირთმევ?“, - წერს ნატა გაგუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხელში ტელეფონის აღებასა და სიახლეების შემოწმებას, დავუთმოთ რამდენიმე წუთი საკუთარ თავს“ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მთელი დღე კარგ განწყობაზე იყოთ

„სიგნალები, რასაც სხეული გვაძლევს, პირდაპირ გვეუბნება, რა აკლია!“ - მამუკა რაშოიანი ვიტამინების ნაკლებობაზე

22 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით