Digest Logo

„ღამის კოშმარები, ხშირი ცუდი სუნის შეგრძნება, თმის ძლიერი ცვენა“ - როგორ უნდა მიხვდე რომ ჯადო გაქვს?

1778314270
 თამუნა იოსელიანი.

როგორ უნდა მიხვდე რომ ჯადო გაქვს? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:

„როდის ხვდება ადამიანი რომ რაღაც მის თავს ხდება უცხო,რაც ეხება მაგიას,თვალს,წყევლას და ა.შ.
ძირითადად თავად გრძნობენ ადამიანები ამას.

მაგ: საერთო უმიზეზო სისუსტე, ძილიანობა მოჭარბებული ან პირიქით ხშირი უძილობა, შეგრძნება რომ ვინმე გამუდმებით გითვალთვალებს, ღამის კოშმარები, ხშირი ცუდი სუნის შეგრძნება, თმის ძლიერი ცვენა და ა.შ.

ამ საკითხს ნეგატივის ამოღებას ვერ უშველის ნატურალური ქვები,აუცილებელია ენერგეტიკული წმენდა, ცვილზე ან ტყვიაზე.ასეთი ძლიერი ნეგატივის ამოღება ენერგეტიკული ველიდან შეიძლება ნებისმიერ დღეს,თუმცა რომ უფრო ეფექტური იყოს,უფრო მარტივი იყოს და შედეგიანი სჯობია ეს გაკეთდეს ნებისმიერ კლებად მთვარეზე 

ენერგეტიკული ველიდან ნეგატივის ამოღება ინდივიდუალურია,შეიძლება 2 ან 3 სეანსი გახდეს აუცილებელი.ამას ვხვდები ტაროს კარტით. ამოღების შემდეგ ადამიანი ხდება უფრო სათუთი და მარტივად შეღწევადი და აუცილებელია დაცვის დაყენება(დამცავი ამულეტი); შესაძლებელია თავბრუს ხვევა ან საერთო სისუსტე, მაგრამ ერთ კვირაში ეს აღდგება .საუკეთესოა ამ დროს მივაშველოთ მინერალები რათა აღდგეს ენერგეტიკული ბალანსი სხეულში.

თუ როდის სჭირდება წმენდის გამეორება ადამიანი თავად ხვდება თავისი შეგრძნებების მეშვეობით.გაწმენდა ეს საუკეთესო ენერგოპროცედურაა,რაც შეიძლება საკუთარ თავს და ენერგოველს გაუკეთო“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ გირჩევთ სესხის აღებას...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ცნობილია საბურთალოზე მოკლული კაცის ვინაობა

🎥 „მონა, მაშინ არ ხდები, როცა ბორკილს გადებენ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე