Digest Logo

🎥 გიფიქრიათ თუ არა, ერთმა ზედმეტად ანთებულმა ნათურამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ეკოლოგიაზე? - სპეციალისტის განმარტება

1758618115
ნინო თხილავა

გიფიქრიათ თუ არა, ერთმა ზედმეტად ანთებულმა ნათურამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ეკოლოგიაზე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გარემოსა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო თხილავამ ისაუბრა:

„საქართველოში ხშირად არის ტყის ხანძრები გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რადგან საზოგადოება ტყეში პიკნიკზე დადის. მეორე მიზეზი, რის გამოც ხანძრები ჩნდება არის, მოსავლის აღების შემდეგ ზოგიერთი ფერმერი წვავს იმ ტერიტორიაზე ნარჩენებს. ამ ჩვევას მოსახლეობა ვერ ივიწყებს და იწვება მეზობელი ნაკვეთები - საცხოვრებელი სახლებიც კი.

ჰაერში რაც დამაბინძურებელი ნივთიერება არსებობს, ყველა არის ფოთოლში, ხეში და ა.შ. ეს ნივთიერებები, როცა ღია წესით არასრულად იწვის, უფრო აქტიურდება და ხდება ტოქსიკური.

ერთმა ნათურამ შესაძლოა დიდად არაფერი დააშავოს, თუმცა ცნობიერებაში მოახდენს გავლენას. ანთებული ნათურის დატოვების შემთხვევაში შესაძლოა, გაჩნდეს ცეცხლი რა თქმა უნდა. ასევე კარგია კლიმატის ცვლილებისთვის ენერგიის დაზოგვას. ასევე მოსახლეობის ჯიბეს აზიანებს“, - აღნიშნა ნინო თხილავამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შექმენი შენი ცხოვრების კიდევ ერთი „კონკრეტული ზოგადობა...“ - რას წერს გია მურღულია

⭕🏆 „ოქროს ბურთის“ სტატისტიკა და რეკორდები – ფაქტები, რაც უნდა იცოდე

⭕ 2025 წლის „ოქროს ბურთი“ უსმან დემბელემ მოიგო