Digest Logo

„შექმენი შენი ცხოვრების კიდევ ერთი „კონკრეტული ზოგადობა...“ - რას წერს გია მურღულია

1758616566
გია მურღულია

„ყველაფერი არსებობს როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულად“,- ამის შესახებ „ფეისბუკზე“ წერს გია მურღულია და მკითხველს ეკლესიასტეს, პლატონისა და რუსთაველის ციტატებით ახსენებს, რომ ყოველი მოვლენა, საგანი თუ ადამიანი ერთდროულად ატარებს ინდივიდუალურ არსებობას და ზოგად სახეს.

„ყველაფერი არსებობს ზოგადად და კონკრეტულად.

როგორც ეკლესიასტეს წიგნი ამბობს, რაც იყო, ის არის და ის იქნება - ამიტომ ქვაც, ფრინველიც და ადამიანიც, ნებისმიერი საგანი, ფაქტი თუ მოვლენა თავის ინდივიდუალურ ყოფნაში ზოგად სახესაც ატარებს.

პლატონიც ახსენებს „იდეებს“, რომლებიც მატერიალურად განსხეულდებიან თუ აბსტრაქციებად რჩებიან, ყველაფერი არსებობს ზოგადად და კონკრეტულად.

როგორც ეკლესიასტეს წიგნი ამბობს, რაც იყო, ის არის და ის იქნება - ამიტომ ქვაც, ფრინველიც და ადამიანიც, ნებისმიერი საგანი, ფაქტი თუ მოვლენა თავის ინდივიდუალურ ყოფნაში ზოგად სახესაც ატარებს.
პლატონიც ახსენებს „იდეებს“, რომლებიც მატერიალურად განსხეულდებიან თუ აბსტრაქციებად რჩებიან, მსჭვალავენ კონკრეტულ არსებობას.

რუსთველი, მაგალითად, ახსენებს სიყვარულის იდეას და მასზე ამბობს: „ტომი გვართა ზენათა“. ეს „ზენა გვარი“ ყოველ კონკრეტულ საგანში, მოვლენასა თუ ადამიანში უცილობლად მყოფობს.

ადამიანიც თავისი არსებით აბსოლუტურად ზოგადიც არის (თავისი ბუნების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ყველა ნიშანს ატარებს) და აბსოლუტურად კონკრეტული და ინდივიდუალურიც - მხოლოდ მისთვის განკუთვნილი და მისგანვე გაპირობებული სიცოცხლე აქვს.

დიონისე არეოპაგელი კაცს „შეზავებულს“ - ანუ ცისა და მიწის ნაზავს - უწოდებდა.
გარკვეული პირობითობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ზოგადისა და კონკრეტულის უნიკალური ნაზავიცაა.
დღევანდელი დღეც ასე არ არის?

ასეთი დღე დაუთვლელად ბევრი გათენებულა და აურაცხელი რაოდენობის ადამიანის სიცოცხლე „უტარებია“, მაგრამ შენთვის, ჩემო მეგობარო, ის განუმეორებელია, რადგან მისნაირი არც გათენებულა და არც გათენდება.
მხოლოდ შენ შექმნი მას მარადისობისთვის.

ის იქნება როგორც „ყველა“ (რადგან სამყაროს დაბადებიდან უთვალავჯერ გათენებულა) და, ასევე - „მხოლოდ თვითონ“ (რადგან ყველასგან განსხვავებული იქნება თავისი შინაარსით).

ჩაბერე მას ზოგადობის „იდეაც“ და შენი ცხოვრების განუმეორებელი ინდივიდუალობაც.
გააცოცხლე ის საზრისისთვის.

შექმენი შენი ცხოვრების კიდევ ერთი „კონკრეტული ზოგადობა“.

განა ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წამს ყველანი არ გავიგონებთ იდუმალი და მაგიური ხმით დასმულ კითხვას:
„აბა, როგორი დღეები იყო?“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🏆 „ოქროს ბურთის“ სტატისტიკა და რეკორდები – ფაქტები, რაც უნდა იცოდე

⭕ 2025 წლის „ოქროს ბურთი“ უსმან დემბელემ მოიგო

🎥 რატომ არ უნდა მივაღებინოთ ბავშვს ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი პროფილაქტიკის მიზნით და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭია ჰყავს? - პედიატრის რჩევები!