ბუნებრივი კატაკლიზმები, ჰაერის ტემპერატურის მატება, ამინდის სწრაფი ცვალებადობა - ეს იმ მოვლენათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გლობალური დათბობა იწვევს. ეს პროცესი მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს კლიმატურ სურათზე აისახება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გლობალური დათბობის შედეგად საქართველოში კლიმატი ნაწილობრივ უკვე შეიცვალა. მომატებულია ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ქარის სიჩქარე და ნალექი პირიქით, შემცირებულია.
„ჰაერის ტემპერატურის მატების ტენდენცია ცალკეულ რეგიონებში უფრო მკვეთრად მიმდინარეობს. მაგალითად, სვანეთში, რაჭაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში. ტენიანობაც დაახლოებით 1-1.5% -მდე არის მომატებული, ძირითადად აჭარაში.
ქარის სიჩქარეც 1 მეტრი/ წამით არის შემცირებული, თუმცა ხანგრძლივობა ქარიანი დღეებისა გაზრდილია. ნალექები შემცირებისკენ მიდის, ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“, - ამბობს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტიკტოკის დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა
🎥 როგორ გამოიყურება სახლი იაპონიაში, რომელზედაც ამტკიცებენ, რომ ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს