Digest Logo

„გრძნობ ზოგად ტკივილს, კანის მოდუნებას, ფრჩხილების მტვრევას ან მოძრაობის შეზღუდვას? გამოსავალი არ არის ძვირად ღირებულ დანამატებში...“ - რას წერს მამუკა რაშოიანი

1764136596
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კოლაგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბანანის სასმელი გაგვიზიარა, რაც ბუნებრივი „წებოს“გამომუშავებაში დაგვეხმარება:

„გრძნობ ზოგად ტკივილს, კანის მოდუნებას, ფრჩხილების მტვრევას ან მოძრაობის შეზღუდვას?

იცოდით, რომ გამოსავალი არც ძვირადღირებულ დანამატებშია, არც „სასწაულმოქმედ” მკურნალობებში…

საკმარისია უბრალო, ბუნებრივი რიტუალი - ის, რაც შეგიძლია სახლში გააკეთო ყოველდღიური ინგრედიენტებით.

მეგობრებო კოლაგენი არის ბუნებრივი „წებო“, რომელიც გვაერთიანებს, რომელიც აძლიერებს კანს, სახსრებს, ძვლებსა და შემაერთებელ ქსოვილებს, მაგრამ 30 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ნელდება…

შედეგად ჩნდება:

მსუბუქი გამკვრივება სახსრებში;

ელასტიკურობის დაკარგვა კანში;

თხელი თმა და მტვრევადი ფრჩხილები, მაგრამ კოლაგენის დეფიციტზე მოქმედებს: სტრესი, უძილობა, არაბალანსირებული კვება, მკაცრი რაციონები წონის კლებისთვის, ჰორმონალური ცვლილებები, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ორგანიზმს შეუძლია კოლაგენის ბუნებრივი გამომუშავება კვლავ აამოქმედოს —
და ეს იწყება დილის ჭიქით  .

მე თქვენ გაგიზიარებთ მარტივ, გემრიელ და ნაზ სასმელს ბანანით, ჟელატინით და სუპერ-საჭმელებით.
ეხმარება სხეულს შიგნიდან გააძლიეროს კოლაგენის წარმოება, რომლის სარგებელია: ნაკლები სიხისტე დილით გაღვიძებისას უფრო გლუვი და ნათელი კანი. გამაგრებული ფრჩხილები, სწრაფი აღდგენა ვარჯიშის შემდეგ, ენერგია მთელი დღის განმავლობაში.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

1 ძალიან მწიფე ბანანი (პოტასიუმით მდიდარი და ბუნებრივად ტკბილი);

1 ჩაის კოვზი კურკუმა (ანტი-ინფლამატორული ეფექტი);

1 სუფრის კოვზი ბუნებრივი საკვები ჟელატინი (კოლაგენის წყარო);

1 სუფრის კოვზი ჩიას ან სელის თესლი (ომეგა-3, ბოჭკოები და მინერალები);

200 მლ წყალი ან მცენარეული რძე (ნუშის, შვრიას ან ქოქოსის).

ყველაფერი მოათავსე ბლენდერში, აურიე ერთგვაროვანი მასამდე და მიირთვით დილით უზმოზე.

შენი სხეული ამას აუცილებლად შეიგრძნობს. მოძრაობა უფრო მსუბუქი გახდება, კანი უფრო ელასტიკური,
და ენერგია უფრო ბუნებრივი“, - წერს მამუკა რაშოიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ინდიკატორია - დასახვა, ჩამოყალიბება! სიფრთხილე გამოიჩინეთ გველის წელს დაბადებულებმა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 „არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას, თავისით ქრება! ეს უნდა ვიცოდეთ...“ - ზაზა თელიას რეკომენდაციები ახალბედა მშობლებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ნოემბერს საქართველოში