დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ახალბედა მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, ჩვილებში გამონაყარის დროს ხშირად ხდება არასაჭირო კვლევების და მკურნალობის ჩატარება, რის გამოც პრობლემა უფრო მწვავდება:
„პედიატრიული დერმატოლოგია არის ძალიან საინტერესო და რთული დარგი. როდესაც ჩვილი იბადება, გამონაყარზე ხდება არასაჭირო კვლევები, ლაბორატორიული გამოკვლევა და არასაჭირო მკურნალობა. უმეტესი მათგანი გამონაყარისა არის უვნებელი, რომელსაც არ სჭირდება მკურნალობა და ამით პირიქით ვაზიანებთ.
ჩვილს მკურნალობა არ სჭირდება და უნიშნავენ.
პატარა მოყვითალო ფერის ელემენტები ჩვილში არის ჰიპერპლაზია, ანუ ცხიმოვანი ჯირკვლები დიდდება ზომაში, ამაში „დამნაშავე“ არის დედიდან ჭიპლარით მიღებული ანდროგენები, ანუ მამაკაცის ჰორმონები, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბ მუშაობას უწყობს ხელს და ეს არის სრულიად უვნებელი! არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას, თავისით ქრება! ეს უნდა ვიცოდეთ!“, - ამბობს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ნოემბერს საქართველოში
🎥 „როგორ მაგონებ დედას ახალგაზრდობასო...“ - რას ჰყვება მაია დათუნაშვილი მედეა ჯაფარიძეზე
🎥 „არ შეიძლება, აჯიკა, ტყემალი, ძმარი პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ“ - მარი მალაზონია