Digest Logo

„გვიან ჭამა არ ასუქებს!“ - მამუკა რაშოიანი

1780649207
გვიან ჭამა

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ გვიან ღამით ჭამა არ ასუქებს.

მისი თქმით, ადეკვატური კვებისკენ სწრაფვა საუკეთესო ინვესტიციაა თქვენი სხეულისა და გონებისთვის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ:

„გვიან ჭამა არ ასუქებს! მნიშვნელობა არ აქვს, როდის შევჭამთ, არამედ რას და როგორ!

შებერილობას უნდა ებძოლოთ კვებით და არა წამლით!

წონის კლებას და მატებას უნდა ებრძოლოთ სწორად კვებით და არა წამლებით!

გასახდომი საშუალებები, კვების გარდა სხვა მარტივი და სწრაფი არ არსებობს!

სიგარეტის მოწევა არის თვითმკვლელობა განვადებით!

ფსიქოლოგთან მისვლა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ და თავი ხელში ვერ აიყვანე, პირიქით - ძლიერი ხარ, რადგან თავს დახმარება უპოვე!

ადეკვატური კვებისკენ სწრაფვა საუკეთესო ინვესტიციაა თქვენი სხეულისა და გონებისთვის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.

ჩვენი საკვები უნდა იყოს ჩვენი წამალი და ჩვენი წამალი უნდა იყოს ჩვენი საკვები.

ჭამა აუცილებლობაა, მაგრამ ჭკვიანურად ჭამა ხელოვნებაა.

ყველაზე დიდი სიმდიდრე ჯანმრთელობაა“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება თავში მოგივიდეთ „გიჟური“ იდეებიც კი ფულის, კარიერის ან საკუთარი თავის წარმოჩენის შესახებ“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

„დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები, სწავლის დაწყება, სარემონტო სამუშაოები...“ - 5 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕🎥 „ადრე ყველა ლუკმაზე შფოთვებში ვიყავი... ახლა მოვეშვი“ - ვერიკო ტურაშვილი წონის კონტროლსა და ყოველდღიურ რეჟიმზე