მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სატელევიზიო სივრციდან დიდი ხანია გაქრა. მისი აქტიურობა დიდად აღარც სოციალურ ქსელში იგრძნობოდა, თუმცა ამჯერად იგი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო.
იგი პოდკასტში საკუთარ ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრობს და მკითხველს უზიარებს, როგორ შეცვალა დამოკიდებულება კვებასა და საკუთარ სხეულთან მიმართებით.
„ადრე ყველა ლუკმაზე შფოთვებში ვიყავი, მეგონა ხვალ რომ გათენდებოდა მომატებული ვიქნებოდი.
ახლა მოვეშვი და ორგანიზმიც აღარ არის ასეთ რაღაცებზე ჩაციკლული, თუმცა როცა ვიმატებ, ვგრძნობ და მერე შესაბამისად რაღაც ზომებს ვიღებ“, - ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, შინაგანმა სიმშვიდემ და სტრესისგან გათავისუფლებამ ორგანიზმზეც დადებითად იმოქმედა.
„მუსიკასთან ერთად ბევრი საქმის გაკეთება შემიძლია - სახლიც დავალაგო, შვილსაც მოვუარო და ვფიქრობ კიდევ რა გავაკეთო ახალი.
ვარ ენერგიული ადამიანი. ვერ ვიტან, როდესაც გათენდება და საქმე არ მაქვს, ვერ ვიტან ასეთ ვერიკოს. რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, უფრო პროდუქტიული ვარ. დილის 8 საათიდან შემიძლია საქმეებზე ვირბინო“, - ამბობს ვერიკო ტურაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წამი წუმებში წავიდა, წამოვიდა“ - ლელა წურწუმია და მამულიჩა თბილისის ქუჩებში ავტობუსით დადიან