Digest Logo

🎥 „ჰერპესი და პაპილომა“ - რომელია სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე ხშირი ინფექცია?

1719298506
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) მიეკუთვნება ინფექციებს, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის საშუალებით. გადაცემა ხდება როგორც ვაგინალური, ასევე ანალური და ორალური დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს. ხშირად ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) დედიდან ნაყოფზე გადაცემა ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვების დროს.

რომელია სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე ხშირი ინფექცია?

აღნიშნულ თემაზე გადაცემა „პირადი ექიმი“ დერმატო-ვენეროლოგმა ვახტანგ კვირკველიამ ისაუბრა.

მედიკოსის განმარტებით, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, აუცილებელია ადამიანმა იცოდეს ამა თუ იმ დაავადებებზე სრულყოფილი ინფორმაცია, რითაც შემდგომ გართულებებს აირიდებს თავიდან.